„კანონში ჩავწეროთ, რომ არჩეული პრეზიდენტი თამბაქოს არამწეველი უნდა იყოს ბოლო 15 წლის განმავლობაში“ – გოცირიძე

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები არის დემოკრატიული განვითარებისგან უკან გადადგმული ნაბიჯი:

„გაისმა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ თურმე რომელიღაც პარტიებმა დატოვეს საკონსტიტუციო კომისია და ეს იყო არაკოლეგიალური ნაბიჯი, ის კონსტიტუცია რომელიც შექმენით და გამოქვეყნდება, არის თქვენი საარჩევნო კანონი და არა კონსტიტუცია, თქვენ გსურთ არჩევნებისათვის კონსტიტუციის მეშვეობითაც კი შეიქმნათ სასათბურე პირობები. ეს არის თქვენს პოლიტიკურ მიზანზე მორგებული დოკუმენტი, ამიტომ, ჩვენ ვერ შეგიქმნიდით ამ კომისაში ფასადის როლს, ეს კომისია რომელიც თქვენ რეალურად გამოიყენეთ უკვე შექმნილი დოკუმენტის გასასღებლად, საერთო კონსესუსის საფუძველზე შექმნილ კონსტიტუციად, უბრალოდ ვერ გავამართლებთ თქვენს ამ მიზანს, კონსტიტუცია, პირველ რიგში მისი საარჩევნო ნაწილი, ეს არის ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა, ის რომ ქვეყანაში არ ხდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და ადამიანებს ართმევთ ამის უფლებას, თქვენს მიერ არგუმენტირებული არის იმით, რომ თურმე რად გვინდა, პირდაპირი არჩეული პრეზიდენტი, როცა მას არ აქვს ფუქცია, დეპუტატების ოქრო არგუმენტი ეს არის, კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ ამ უფლებებს კიდევ უფრო ვუზღუდავთ ჩვენ პრეზიდენტს, ვართმევთ ფუნქციებს, ამიტომ რატომ უნდა იქნას არჩეული უუფლებო პრეზიდენტი პირდაპირი გზით?! მეორე მხრივ ღებულობთ კიდევ უფრო კომიკურ გადაწყვეტილებას, მთელ მსოფლიოში პრეზიდენტი არის 35 წლის ასაკიდან, თქვენ აიღეთ და 35 წელიც კი 40 წლით შეცვალეთ, როდესაც ქვეყნაში მთავარი პირი არის დიდი უფლებამოსილების მქონე პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეიძლება დანიშნული იქნას 18 წლიდან. ესეც თქვენი საარჩევნო ხრიკებია და შიდაპოლიტიკური სელექცია, მე გირჩევთ ერთი კეთილი საქმე მაინც გააკეთოთ, დღეს გამოდის კანონი თამბაქოსთან დაკავშირებით, ჩავწეროთ ამ კანონში ერი კარგი მუხლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება იყოს თამბაქოს არამწეველი ბოლო 15 წლის განმავლოაბში, ეს მაინც იქნება თქვენი მხრიდან ერთი რაიმე კარგი ნაბიჯი ამ საკონსტიტუციო ცვლილებების განმავლობაში.

ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც თქვენ შექმენით, ეს არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებიდან უკან გადადგმული ნაბიჯი, ჩვენი დემარში არის ხალხის გამოფხიზლება, რათა არ დავუშვათ ამ მავნებლური კონსტიტუციის დამტკიცება ამ პარლამენტში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ლავროვის ვიზიტი რუსეთის პროვოკაციის ნაწილია – კვაჭანტირაძე
შემდეგი სტატია(video) ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენების ვიდეო გამოქვეყნდა