,, კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციისთვის საჭიროა, არაუგვიანეს ოქტომბრისა, მივიღოთ ყველა შესაბამისი კანონი”

????????????????????????????????????

საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებს.

დღეს გამართულ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დასრულების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები 18 ნოემბერს ამოქმედდება და შესაბამისად, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს არაუგვიანეს ოქტომბრისა.

„28 ოქტომბერს არის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ ტურში დასრულების შემთხვევაში 18 ნოემბერს ამოქმედდება უკვე საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის ჩვენი ვადა და ამ ვადის გათვალისწინებით უნდა დავგეგმოთ შემდგომი სამუშაო პროცესი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასთან დაკავშირებით მსჯელობისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, ცვლილებების მომზადების მიზანი განმარტა და განაცხადა, რომ ჩანაწერის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ყველა შესაბამისი ზონა ორგანული კანონის რეგულირების ქვეშ უნდა მოექცეს.

ირაკლი კობახიძემ იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელთა დაკავშირებითაც, კომისიას განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რათა კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადები არ დაირღვეს.

„სამ საკითხთან დაკავშირებით გვმართებს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადები. ერთი – ეს არის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები, რაზეც გვექნება მთავრობასთან შემდგომი კონსულტაციები. მეორე, ეს არის შრომის კანონმდებლობისთვის ორგანული კანონის სტატუსის მინიჭების საკითხი. მესამე არის პროკურატურის საკითხი, რაზეც კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, თავად პროკურატურასთან, ყველა შესაბამის სუბიექტთან და ამის შემდეგ უნდა მოხდეს, კანონპროექტის ინიცირება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ნიკა მელია 3000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიაინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ კომპენსაციის არგაცემის მიზნით, 34-ე ბატალიონის მძღოლის გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა, სიმართლეს არ შეესაბამება