„კანონმდებლობა არ ზღუდავს, რომ წახალისდეს სტუდენტი“ – ნარმანია გერგედავას დაფინანსების შესახებ

თბილისის მერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ისნის რაიონის პროკურორის შვილის დაფინანსების საკითხს. დავით ნარმანიას თქმით, თანხა სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარებიდან არ გამოყოფილა. მერი საკუთარ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს.

„მე ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი მანიპულირება მოვისმინე ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა ის, რომ დაფინანსება არ განხორციელებულა სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი თანხებიდან და მუხლიდან. კანონმდებლობა არ ზღუდავს იმას, რომ დაფინანსდეს და წახალისდეს სტუდენტი, რომელმაც წარმატებას მიაღწია და ერთერთ წარმატებულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ნამდვილად მანიპულირებას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში„რანაირი კითხვებია“ – დავით ნარმანია საპარლამენტო სიაში მოხვედრაზე
შემდეგი სტატიაბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა