კანონმდებელმა აბესაძემ არ იცის იუსტიციის მინისტრი რომ კანონს ვერ ცვლის – თეა წულუკიანი

„ელექტრონულად საქმეების განაწილების შესახებ კანონის მოქმედებას ნუ გადაავადებო მოუწოდებს თავად კანონმდებელი აბესაძე იუსტიციის მინისტრს და არ იცის, რომ იუსტიციის მინისტრი კანონს ვერ ცვლის თავად კანონმდებელმა,“ – ეს განცხადება, იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა.

წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომელმაც სასამართლო სისტემის რეფორმირების გაჭიანურებაზე ისაუბრა.

აბესაძემ ყურადღება სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა და მმართველი გუნდი პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაში“შეგიძლიათ თქვათ, რომ არ გაკმაყოფილებთ ჩემი პასუხი, რა ხდება დაკითხვაა?” – შელაპარაკება ბოკერიასა და კვირიკაშვილს შორის
შემდეგი სტატია,,საქართველო წარმოჩინდება, როგორც მნიშვნელოვანი საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, ენერგეტიკული და ტურისტული კვანძი”