“კანონის მიხედვით მოქმედებდა საოლქო კომისია”-ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაცვის პროცესში მმართველი გუნდი ერთვება

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაცვის პროცესში მმართველი გუნდი ერთვება. ”ქართული ოცნებიდან” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის უფროსი ამბობს, რომ ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს კანონი არ დაურღვევია. ირაკლი ჩიქოვანი, ოპოზიციას აჟიოტაჟის ატეხვაში ადანაშაულებს.

„სიებთან დაკავშირებით ეს არის აბსოლუტურად უტრირებული ინფორმაცია, კანონის ჩანაწერის მიხედვით მოქმედებდა საოლქო კომისია, ამაზე განმარტებები გაკეთდა, კანონის არცერთი ნორმა არ ყოფილა დარღვეული, მე ვერ ვისაუბრებ რაიმე საარჩევნო პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სიებს, თვითონ სიების ჩამონათვალს, ეს ხელმისაწვდომია და რა თქმა უნდა საარჩევნო სუბიექტებსაც აქვთ გამოთხოვილი ეს სიები და შესაბამისად სრულად იციან, თუ ვინ არის ამ სიაში.

ჩვენ ვართ უშუალო კომუნიკაციაში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან. ასევე ცესკო-ს წარმომადგენლებთან და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა იყოს ინფორმირებული, რომ ეს დეზინფორმაცია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს და თავისი აჟიოტაჟური მოქმედებებით ცდილობს, რომ გაამყაროს, რომელსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ აქვს, კარგად დაინახოს ყველამ რომ არაფრის მომტანი არ არის,“ – აცხადებს ”ქართული ოცნებიდან” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი.

ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადაყენებას ითხოვს, რომელმაც სამაგიდო სიები და ბეჭდები უკანონოდ გასცა. ოპოზიციის პროტესტის შემდეგ სიები საოლქო საარჩევნო კომისიაში დააბრუნეს, ცესკო-მ კი ახალი ბეჭდების გამოგზავნის პირობა დადო.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – საქართველოს პირველი მმართველი ვიყავი, ვინც ღორჯომში ავიდა
შემდეგი სტატიამე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია-ქობულიას აზრით, პრემიერმა გადაწყვეტილება ივანიშვილთან კონსულტაციის შედეგად მიიღო