„კანონის მიხედვით გიგი უგულავა დღესვე უნდა გათავისუფლდეს“ – ბექა ბასილაია

news
ავტ.: news იანვარი 6, 2017 17:23

„კანონის მიხედვით გიგი უგულავა დღესვე უნდა გათავისუფლდეს“ – ბექა ბასილაია

თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა, შესაბამისად მას ორშაბათს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. სასამართლომ დავით კეზერაშვილიც უდანაშაულოდ სცნო.
„გიგის პროცესები ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვქონდა მოგებული, ევროსასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, საერთაშორისო ზეწოლა არის საკმაოდ მაღალი და დღესაც გავრცელდა განცხადებები, დაახლოებით 10 დღის წინ ვრცელდებოდა ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებები, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები გიგისთან დაკავშირებით, ამ ყველაფერმა გამოიღო შედეგი, სასამართლოსგან მივიღეთ ვერდიქტი, რომ გიგი გამართლებულია იმ ეპიზოდში, რომელშიც მანამდეც იყო გამართლებული, ხოლო „თბილსერვისის“ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გაფლანგვის ბრალდება მოუხსნა გიგი უგულავას და დაუტოვა 333-ე მუხლი, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. სასამართლომ დაუნიშნა სასჯელად ერთი წელი და 9 თვე, საიდანაც ერთი მეოთხედი „ამნისტიის შესახებ“ კანონის შესაბამისად აკლდება, ანუ რჩება 1 წელი 3 თვე და 22 დღე, ეს ვადა გადის 9 იანვარს. პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თუ სასჯელის მოხოდის ვადის დღე ემთხვევა უქმე დღეს, მაშინ პირი უნდა გათავისუფლდეს წინა სამუშაო დღეს. 9 იანვრის წინა დღე არის კვირა, 7 იანვარი არის შობა, ასევე შაბათი სადღესასწაულო უქმე დღე, შესაბამისად კანონის მიხედვით გიგი უგულავა უნდა გათავიოსუფლდეს დღეს“, – განაცხადა ბექა ბასიალაიამ.

news
ავტ.: news იანვარი 6, 2017 17:23