“კანონის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლება საქართველოს 400 ათასზე მეტ მოქალაქეს მიწას ჩამოართმევს”

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრის სულხან ღლონტის განცხადებით, მიწის რეფორმის გამო, საქართველოს მოქალაქეები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონ-პროექტირეალურად მიზნად ისახავს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას ჩამოართვას და მიისაკუთროს მიწები მთელი საქართველოს მაშტაბით.

მისი თქმით, დღეს საქრთველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ ჩაგდებული მიწის რეფორმის გამო, არ ფლობს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, როგორც მემკვიდრეობით მიღებულ ასევე სხვა ტიპის მიწებზე. ცალსახად ვაცხადებთ, რომსაქართველოში დაურეგისტრირებელი მიწა, არ ნიშნავს უპატრონო მიწას.

“კანონის ის პროექტი, რომელიც წარმოადგინა ეკონომიკის სამინისტრომ, გულისხმობს, რომ ყველა ის მიწა, რომელზეც არ არის საკუთრების უფლება გაცემული, ან არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულიგადაეცეს სახელმწიფოს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს 400 ათასზე მეტ მოქალაქეს ხელისუფლება ჩამოართმევს მიწას. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ 2012 წლის სარჩევნო დანაპირები შეასრულოს და განახორციელოს მიწის რეფორმა, რომელიც დღემდე საქრთველოში პრაქტიკულად არ ჩატარებულა, ხელისუფლება წავიდა უსამართლო გზით და მოქალაქეების საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე იტაცებს ქონებას. კანონის პროექტში ასევე წერია, რომ ხელისუფლება ერთი წლის განმავლობაში უტოვებს დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგინონ საკუთრების დამადასტრებელი დუკომენტაცია და ერთი წლის მანძილზე იღებს ვალდებულებას არ გაასხვისოს მიწების ის ნაწილი, რომელსაც ზემოაღნიშნული კანონით დაირეგისტრირებს”, – აცხადებს ღლონტი.

გამგეობის წევრის განცხადებით, თუ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გაიზიარებს ეკონომიკის სამინისტროს ხედვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხდება დაინტერესებული მხარე მოქალაქეებთან დავაში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას იმ რეალობის გათვალისწინებით, როცა სახელმწიფომ უკვე ორჯერ, სხვადასხვა წლებში თავისი არაეფექტურობის გამო ჩააგდო მიწის რეფორმა.

“მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო თითქოს და დახვეწის მიზნით აგრძელებს კანონპროეტზე მუშაობას, ცვლილებების ინიცირება ამ ფორმით არსშივე ეწინააღმდეგება, როგორც საკუთრების უფლების, ასევე უძრავი ქონების ბაზრის განვითარების პრინციპებს. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიჩინოს პოლიტიკური ნება შეასრულოს წინასაარჩევნო დანაპირები და განახორციელოს მიწის რეფორმა, სადაც პრიორიტეტი მოქალაქე და მისი საკუთრბის უფლება იქნება”, – აცხადებს ღლონტი.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წლის იანვარში ყველა საგამოძიებო უწყების მიერ 1 211 დანაშაული გაიხსნა
შემდეგი სტატიარეკრეაციულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვა ან გადაბელვა 1000 და 2000-ლარიან დაჯარიმებას გამოიწვევს