«კანონიერმა ქურდებმა სახელმწიფო ტენდერებში დაიწყეს მონაწილეობა, ახლა კი პოლიტიკურ პარტიებზე გასვლა სურთ»

„კანონიერი ქურდების“ თითქოს წარსულს ჩაბარებული თემა ქართული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. მოვლენები ამჯერადაც უკრაინასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განვითარდა, თუმცა წინა მსგავსი შემთხვევისგან, კერძოდ უკრაინიდან გამოდეპორტებული რომან ბაქრაძის, იგივე „რემენასგან“ განსხვავებით, ამავე გზას დაყენებული დავით გერლიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან არ გამქრალა. უფრო მეტიც, მან ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთა და ეს ფაქტი მედიის ობიექტივებმაც ასახეს. დავით გერლიანი „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მატარებელია, რაც საქართველოში სსკ–ის 223-ე პრიმა მუხლით დასჯადი ქმედებაა და 5–დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა გერლიანი სასჯელს გადაურჩა. რატომ? - შს სამინისტროს ამ ეტაპზე განმარტება არ გაუკეთებია, სამაგიეროდ დაკითხეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი გივი თარგამაძე, რომელმაც გერლიანის უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნულ საქმეზე, ზოგადად «კრიმინალური ავტორიტეტების» საქართველოსთან მიმართებაში გააქტიურებასა და მსგავს შემთხვევებში მოქმედების პრაქტიკაზე „აქცენტი“ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ ერთ–ერთ დამფუძნებელ ირაკლი ქადაგიძეს ესაუბრა. ირაკლი ქადაგიძე: 42 წლის დავით გერლიანს, მეტსახელად „დათო სვანს“ სხვადასხვა ქვეყნის საპატიმრო დაწესებულებებში საერთო ჯამში 20 წელი აქვს გატარებული. 2014 წელს „ლავას ოღლის“, იგივე მინდია გორაძისა და გიგა ვიბლიანის ინიციატივით, ის ხოფაში კიდევ 4 ქართველთან ერთად «ქურდად აკურთხეს“. მას შემდეგ ის სოჭში გაემგზავრა და იქ „მოღვაწეობდა“. სოჭიდან ჩავიდა ოდესაში. ოდესის სამართალდამცველებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია და დააკავეს. დაკავებისას მას დავით ჩაჩიბაიას სახელზე გაცემული ყალბი უკრაინული პასპორტი აღმოაჩნდა (ჩაჩიბაია დედამისის გვარია) და გამოამგზავრეს საქართველოში. ჩვენთვის ცნობილია, რომ თავად მოითხოვა საქართველოში გამოშვება - „მე იქ პრობლემა არ მექნებაო“. არადა იყო პერიოდი, როდესაც „კანონიერი ქურდები“ ითხოვდნენ, საქართველოში არ გაგვიშვათო. ქვეყნების შს სამინისტროებს შორის გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმი და მსგავს შემთხვევებში დგება სათანადო დოკუმენტაცია. ყველამ იცის, რომ „კანონიერი ქურდობა“, ან «ქურდული» ტრადიციების მიმდევრობა საქართველოში დასჯადია და ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას ეცნობება, რომ დეპორტაციის მასალებთან ერთად აგზავნიან პირს, რომელიც „კანონიერი ქურდია“. საქართველოში მას უნდა დახვდნენ ქართველი სამართალდამცველები და კანონით დადგენილი წესით მისი დაკავება უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იყო ამ პირის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ეს კითხვა შს სამინისტროს უნდა დავუსვათ. როგორც ჩანს, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ის „კანონიერი ქურდი“ იყო. - ამ ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობა? - დიახ. ამიტომ მოხდა მისი გამოძევება საქართველოში. მას რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონოდა, არ დასჭირდებოდა ყალბი პასპორტი. ის რომ ყოფილიყო რუსეთის მოქალაქე, არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა. ვიცით, რომ ქართველი „კანონიერი ქურდების“ ძირითადი ბირთვი რუსეთშია თავმოყრილი, რაღაც ნაწილი კი ევროპაშია გაფანტული. - ფიქრობთ, რომ დავით გერლიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძრვა ინფორმაციის ნაკლებობით, თუნდაც უკრაინელ სამართალდამცველებთან არასაკმარისი კომუნიკაციითაა განპირობებული? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართველ სამართალდამცველებს, გარდა სსკ–ის 223–ე პრიმა მუხლისა (კანონიერი ქურდობა), საფუძველი არ ჰქონდათ საქმის აღძრვის... - დიახ. ის ფაქტი, რომ 2014 წელს გერლიანი „ქურდად მონათლეს», საკმარისია იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. - და როგორ უნდა მიიღო მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს რომელიღაც მოქალაქე რომელიღაც ქვეყანაში გახდა „კანონიერი ქურდი“? პრაქტიკა როგორია? - ოპერატიულმა თანამშრომელმა უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია და გადაამოწმოს. სწორედ ეს არის ოპერატიული მუშაობა, თორემ შეკრებაზე პოლიციელებს რომ არ დაუძახებენ, ბუნებრივია, ხომ? არსებობს „ეფესბეს“ მიერ შექმნილი ოფიციალური საიტი primecrime.ru. ამ საიტზე 2004 წლიდან ვარ დარეგისტრირებული და „კანონიერ ქურდებთან“ დაკავშირებით ყველანაირ ინფორმაციას ვკითხულობ: ვინ, სად, როდის დააკავეს, მოკლეს, სად რა შეკრება იყო, რა საკითხები განიხილეს... დღეს ეს ხელმისაწვდომია. შს სამინისტროში არის სპეციალური განყოფილება – «კანონიერი ქურდების» წინააღმდეგ ბრძოლის, რომელსაც ევალება მათ შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მოძიება, სისხლის სამართლის საქმის აღძრვა და ამ საქმის იმპლემენტაცია. შესაბამისად, ვიმეორებ, „კანონიერ ქურდ“ დავით გერლიანს უნდა დაჰხვედროდნენ ამ განყოფილების თანამშრომლები და უნდა დაეკავებინათ, როგორც „კანონიერი ქურდი“. დღეს რას აკეთებს ეს განყოფილება, არ ვიცი. ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ წრე დაგვარტყეს. ისინი არიან სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთზე აღარ ვსაუბრობ - მანდ მაცხოვრებლებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და საქართველოში საქმიანობას იქიდან ახორციელებენ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. 2015 წლის 7 იანვარს სომხეთში ძალიან დიდი შეკრება შედგა, 100–ზე მეტმა „კანონიერმა ქურდმა“ მოიყარა თავი. ეს შეკრება შაქრო კალაშოვის ინიციატივით შედგა. იგი გამოირჩეოდა იმით, რომ ესწრებოდა ყველაზე ხნიერი „კანონიერი ქურდი“ ბორია აკაპელა. ამ შეკრებაზე განიხილეს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, „საკადრო საკითხები“, მსჯელობა იყო სტატუსებზე და ამასთან, გადაწყდა ბოლო 5 წლის განმავლობაში გაცემული სტატუსების მკაცრი რევიზია. ამ რევიზიაში მოჰყვა დავით გერლიანიც. მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს გერლიანისა და მასთან ერთად „მონათლულების“ სტატუსი, მაგრამ ეს სტატუსი დაუტოვეს და, ასე ვთქვათ, „გამოსაცდელი ვადა“ დაუწესეს. შეხვედრაზე საქართველოსთან მიმართებაში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ციხეების გაკონტროლება, „მაყურებლის“ ინსტიტუტის აღდგენა, ციხეებში „ობშიაკის“ შეკრება, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. აუცილებელი არ არის, ტენდერში უშუალოდ „კანონიერმა ქურდმა“ მიიღოს მონაწილეობა, მისი ოჯახის წევრი დაარეგისტრირებს ფირმას და მიიღებს მონაწილეობას. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რამდენიმემ მიიღო მონაწილეობა, უბრალოდ ამ ინფორმაციას გადამოწმება ესაჭიროება. ამასთან, განხილვის თემა იყო, ყველანაირი ღონე იხმარონ, რომ საქართველოში სსკ–ის 223–ე პრიმა მუხლი, თუ ვერ გააუქმეს, შეამსუბუქონ მაინც და მცდელობას არ აკლებენ. მათთვის მტკივნეულია ეს საკითხი და გვაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ, წინასაარჩევნოდ რაღაცნაირად მათთვის სასურველი პირობები მიიღონ. - გაქვთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან აქვთ კომუნიკაცია? - ჩვენი ინფორმაცია ასეთია: ისინი ცდილობენ, მოსინჯონ ძალები, დაელაპარაკონ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, რათა მათ სასარგებლოდ თავიანთი რესურსი ჩართონ, ბუნებრივია, იმ გარანტიით, რომ არჩევნების შემდეგ კანონი შეიცვლება ან შერბილდება. ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ და როგორც კი კონკრეტული ინფორმაცია გვექნება, საზოგადოებას აუცილებლად შევატყობინებთ. - როგორ ფიქრობთ, რომელიმე პოლიტიკური ძალა წავა მსგავს მოლაპარაკებაზე? საზოგადოების განწყობა ხომ ამ ინსტიტუტის მიმართ შეცვლილია, აღარ არის ისეთი რომანტიკული, როგორც წლების წინ... - ვერ დაგეთანხმებით. გავიაროთ ქალაქში და ვნახავთ, რომ «ბირჟები» ისევ არსებობს, საქმის გარჩევები, საქმის გარჩევების შედეგად დაჭრები ისევ ხდება... აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისევ ხდება ყაჩაღობა, ქურდობა. ეს ყველაფერი ხომ მათი ხელწერაა. სამწუხაროა, მაგრამ ნიადაგი არსებობს. - ანუ ფიქრობთ, რომ მენტალური რევოლუცია არ მომხდარა? - რაღაც პერიოდში მოხდა, ეს აღმოფხვრილი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იატაკქვეშეთში მეტად ყოფილან. - გამოდის, რომ კონკრეტულ პრობლემაზე რეაგირება უფრო იყო, ვიდრე საზოგადოების განწყობების ცვლილება... - როდესაც ჩვენ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყეთ, განსაზრვრული გვქონდა, რომ „კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტი საერთოდ უნდა აღმოფხვრილიყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ „კანონიერი ქურდები“ ქვეყნიდან გაიქცნენ და ჩვენს გარშემო დაიბუდეს, მაგრამ მათი ოჯახის წევრები და მეგობრები აქ დარჩნენ. ვინც თავი გამოავლინა, როგორც მიმდევრები, პასუხისგებაში მიეცნენ, ხოლო ვინც ჭკუა იხმარა, ჩუმად იყო. როგორც კი დაინახეს, რომ მიდგომები შესუსტდა, ვხედავთ, რომ ბირჟაზე ისევ დგანან, საქმეებს არჩევენ და ა.შ. შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია. გვინდა თუ არა, მივდივართ იქამდე, რომ ეს ამნისტიამაც განაპირობა. ჩემი ორგანიზაცია ჰუმანური აქტების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ როდესაც პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, განმარტა კიდეც, რომ არ შეიძლება ყველას გათავისუფლება. როგორ შეიძლება, გაათავისუფლო ადამიანი, რომელსაც ყაჩაღობისთვის 21 წელი ჰქონდა მისჯილი?! რა დახვდათ მათ გარეთ? არაფერი: უმუშევრობა, სიღატაკე. ამ ამნისტიისთვის ჯერ საჭირო ნიადაგი უნდა მომზადებულიყო, გაჩენილიყო სამუშაო ადგილები, დაწყებულიყო რესოციალიზაციის პროგრამა... ციხიდან გათავისუფლებულ ადამიანს ალტერნატივა უნდა შესთავაზო. ჩვენს შემთხვევაში კი გავათავისუფლეთ 15 000–მდე ადამიანი, გარეთ არაფერი დაგვიხვედრებია და მივეცით ბიძგი, რომ კვლავ დანაშაული ჩაიდინონ. - ფიქრობთ, რომ ე.წ. „შავი სამყაროსა“ და სახელმწიფოს ბრძოლა კვლავ აქტიურ ფაზაშია? - სხვაგვარად არ შეიძლება. თუ სახელმწიფომ კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა საკუთარ პოლიტიკად არ განსაზღვრა, ეს სახელმწიფო განწირულია. კრიმინალური სამყარო სამთავრობო დონეზეც შეაღწევს. უკვე გითხარით, რომ ერევანში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის საკითხი განიხილეს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები უნდა წაიღონ. ეს უკვე სიგნალია იმისა, რომ ისინი ნელ–ნელა ბრუნდებიან. ისევე, როგორც 1990–იან წლებში „კანონიერმა ქურდმა“ ოთარ კვანტრიშვილმა რუსეთში ელცინის პრეზიდენტობის დროს შეაღწია მთავრობაში და ჩამოაყალიბა საზოგადოება, რომელმაც ნელ–ნელა მთელს რუსეთში გავლენის სფეროები მოიპოვა. ანალოგიური პრაქტიკა საქართველოშიც გვქონდა. მაგალითად, 2003 წელს, ვსაუბრობ რევოლუციამდელ პერიოდზე, ტარიელ ონიანი ჩამოვიდა საქართველოში, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ, რადგან იმ დროს ღია იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საზღვრები, არამედ სახელმწიფო დაწესებულებები, მინისტრები ფეხზე უდგებოდნენ, მათ ეთაყვანებოდნენ და „კანონიერ ქურდებთან“ ერთად სუფრაზე ჯდომა მათთვის დიდი პრესტიჟი იყო. ის ჩამოსული იყო აწ გარდაცვლილი „კანონიერი ქურდის“ გოგია ჩიქოვანის, მეტსახელად „პაპაშას“ დაბადების დღეზე. წვეულება სასტუმრო „საქართველოში“ გაიმართა. იქ იყვნენ სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, მათ შორის - მთავრობის წევრები. მაშინ ტარიელ ონიანმა რამდენიმე მინისტრს, ასე ვთქვათ, თანამდებობები შეუნარჩუნა. ის წავკისში, ერთ–ერთი მაღალი თანამდებობის პირის სახლში ცხოვრობდა, სარგებლობდა მისი ავტომობილითა და დაცვით. ამ მინისტრების გვარებს ვერ დავასახელებ. - ძალოვანი მინისტრი თუ იყო მათ შორის? - დიახ. 2005 წელს, კანონის მიღების შემდეგ მოხდა ის, რომ ქვეყანა ამ ინსტიტუტისგან გათავისუფლდა. - რამდენად სოლიდური და ძლიერია დღეს ამ ინსტიტუტში ქართული წარმომადგენლობა? - ძალიან ძლიერია. როდესაც ესპანეთი ათავისუფლებდა შაქრო კალაშოვს, ის წესით, საქართველოსთვის უნდა გადმოეცათ, რადგან საქართველოს მიერ არის ძებნილი, მან კი 200 მილიონი ევრო გადაიხადა რუსეთში, რათა რუსებს წაეყვანათ, წაიყვანეს კიდევ და გაათავისუფლეს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ერთ ადამიანზე. ამ სინდიკატის წევრთა რაოდენობა დაახლოებით 500-ს აღწევს და არიან ყველგან, თუმცა ძირითადი ბირთვი რუსეთშია თავმოყრილი და ინარჩუნებენ კონტაქტს საქართველოსთან. - ადრე ინტერვიუში ბრძანეთ, რომ უკვე დაფიქსირდა კონკრეტულ ბიზნესმენებთან მათი კონტაქტის ფაქტები... - ეს ხდებოდა თურქეთში. ხოფაში გადაჰყავდა „ლავასოღლის“. გაგახსენებთ, აჭარაში რამდენიმე ბიზნესმენს მანქანა დაუწვეს. ბიზნესმენები, რომლებმაც, ასე ვთქვათ, „ურჩობა“ გამოიჩინეს, წილების გადანაწილების საქმეზე გადაყვანილი ჰყავდათ თურქეთში და მათ ავტომანქანები დაუწვეს. რაც შეეხება ბიზნესსაქმიანობას, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, დარეგისტრირდეს ინდმეწარმედ, - ამას კანონი არ კრძალავს. აი, ვინ დგას მის უკან - ეს სხვა საკითხია და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრის უკან სწორედ რომ „კანონიერი ქურდები“ დგანან. საფრთხეები რეალურია: გავლენების გაძლიერება, რისი მცდელობებიც არის, საარჩევნოდ კი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ მათი რესურსის გამოყენება უნდა მოხდეს. ვისი - ამის შესახებ ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ გვექნება. ყაჩაღობები ისევ ხდება, მშვიდ და წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს ეს პროცესი და ა.შ. ამ საკითხებზე ჩვენ არაერთხელ ჩაგვიტარებია პრესკონფერენცია, თუმცა შს სამინისტროდან არავინ გამოგვხმაურებია. ჩვენ გახსნილები ვართ, არ ვითხოვთ, აღგვადგინეთ სამსახურშიო, მაგრამ გამოცდილება მაინც გაიზიარონ! - როდესაც ვსაუბრობთ, ვთქვათ, ბანკის დაყაჩაღებაზე, მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ამას განვიხილავ, როგორც რიგით კრიმინალურ ფაქტს. ეს ფაქტი თავად „ქურდულ სამყაროს“ როგორ უკავშირდება? - სისტემა ასეთია: „ქურდულ სამყაროში“ არსებობს „ობშიაკი“ – საერთო სალარო, სადაც ყველას შეაქვს რაღაც თანხა. ამ სალაროს მხოლოდ „კანონიერი ქურდი“ იყენებს, ეს ხმარდება დაკავებული „ქურდის“ ოჯახს, მის ადვოკატს.... ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საქართველოში მსგავსი რამ ისევ განმეორდეს, მაგრამ ამ თანხით ხდებოდა პოლიციელის, მოსამართლის მოსყიდვა. პიროვნებებს, რომლებიც ჯერ არ არიან „კანონიერი ქურდები“, მაგრამ არიან მიმდევრები, სალაროში შეაქვთ თანხა და ამის შესახებ ისინი „კანონიერ ქურდს“ ატყობინებენ. რატომ აკეთებენ ამას? - სამომავლოდ, როდესაც მათი სტატუსის საკითხი დადგება, „კანონიერი ქურდი“ ამ ფაქტს მხედველობაში მიიღებს. ამდენად, ჩემთვის ყველა დანაშაული ასოცირდება იმასთან, რომ პარალელურად მდიდრდება ქურდული „ობშიაკი“. ეს საზოგადოების წევრებმა არ იციან და მათთვის ეს ჩვეულებრივი დანაშაულია. ახლა საკითხს მეორე მხრიდანაც მივუდგეთ: ბანკში იმყოფებით და შეიარაღებული პირი დასაყაჩაღებლად შემოდის. რა გარანტია გაქვთ იმის, რომ მის მიერ გასროლილი ტყვია არ გიმსხვერპლებთ? ამდენად, ნებისმიერი დანაშაული ჩვეულებრივ დანაშაულად რატომ უნდა განვიხილოთ? - არის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ კანონი ბუნდოვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. როგორ უნდა დადასტურდეს, რომ კონკრეტული პირი კანონიერი ქურდია? - როდესაც თავად ამბობს პირი, რომ დიახ, კანონიერი ქურდია. - ანუ ამ აღიარებას იყენებთ, ხოლო როდესაც ის ამბობს, არ ვარ კანონიერი ქურდიო, მისი სტატუსი კითხვის ნიშნის ქვშ უკვე მის სამყაროში დგება... - მათივე კანონებით უნდა ებრძოლო. როდესაც გერლიანი დააკავეს ოდესაში, მან თქვა, რომ კანონიერი ქურდია. ანალოგიური რამ მოხდებოდა, ის რომ საქართველოს საზღვარზე ქართველ პოლიციელებს გაეჩერებინათ. - პრეტენზიები ბუნდოვანებასთან დაკავშირებით ასევე არსებობს 223–ე პრიმა მუხლის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც საუბარია «ქურდული» ტრადიციების მიმდევრობაზე... - საუბარია პიროვნებაზე, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს და „ობშიაკში“ შეიტანს თანხას. - მაგრამ ამას ხომ უკვე დადასტურება სჭირდება და პრეტენზიები სწორედ იმას ეხებოდა, რომ ხშირად ამ მუხლს, ასე ვთქვათ, არასასურველი პირების წინააღმდეგ იყენებდნენ... - ვერ დაგეთანხმებით. ოპერატიული მუშაობის შედეგად მიმდევრობის გამო დაკავებული პიროვნებების ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ე.წ. „ტყავი“ (ეს არის სია ადამიანებისა, ვინც ქურდულ „ობშიაკში“ თანხა შეიტანა), ამოღებულია ფულადი თანხები. გარდა ამისა, როდესაც პირი ბიზნესმენთან მიდის და ეუბნება, „მე, ძმაო, კანონიერი ქურდის სახელით გელაპარაკებიო“, ის უკვე მიმდევარია, ანუ ის „კანონიერი ქურდის“ დავალებას ასრულებს. აქ არავითარი ბუნდოვანება არ არის. აქ მთავარია, სწორად მივხვდეთ, თუ რაზეა საუბარი. ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“

video_197„კანონიერი ქურდების“ თითქოს წარსულს ჩაბარებული თემა ქართული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. მოვლენები ამჯერადაც უკრაინასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განვითარდა, თუმცა წინა მსგავსი შემთხვევისგან, კერძოდ უკრაინიდან გამოდეპორტებული რომან ბაქრაძის, იგივე „რემენასგან“ განსხვავებით, ამავე გზას დაყენებული დავით გერლიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან არ გამქრალა. უფრო მეტიც, მან ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთა და ეს ფაქტი მედიის ობიექტივებმაც ასახეს.

დავით გერლიანი „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მატარებელია, რაც საქართველოში სსკ–ის 223-ე პრიმა მუხლით დასჯადი ქმედებაა და 5–დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა გერლიანი სასჯელს გადაურჩა. რატომ? – შს სამინისტროს ამ ეტაპზე განმარტება არ გაუკეთებია, სამაგიეროდ დაკითხეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი გივი თარგამაძე, რომელმაც გერლიანის უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

აღნიშნულ საქმეზე, ზოგადად «კრიმინალური ავტორიტეტების» საქართველოსთან მიმართებაში გააქტიურებასა და მსგავს შემთხვევებში მოქმედების პრაქტიკაზე „აქცენტი“ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ ერთ–ერთ დამფუძნებელ ირაკლი ქადაგიძეს ესაუბრა.

ირაკლი ქადაგიძე: 42 წლის დავით გერლიანს, მეტსახელად „დათო სვანს“ სხვადასხვა ქვეყნის საპატიმრო დაწესებულებებში საერთო ჯამში 20 წელი აქვს გატარებული. 2014 წელს „ლავას ოღლის“, იგივე მინდია გორაძისა და გიგა ვიბლიანის ინიციატივით, ის ხოფაში კიდევ 4 ქართველთან ერთად «ქურდად აკურთხეს“. მას შემდეგ ის სოჭში გაემგზავრა და იქ „მოღვაწეობდა“. სოჭიდან ჩავიდა ოდესაში. ოდესის სამართალდამცველებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია და დააკავეს. დაკავებისას მას დავით ჩაჩიბაიას სახელზე გაცემული ყალბი უკრაინული პასპორტი აღმოაჩნდა (ჩაჩიბაია დედამისის გვარია) და გამოამგზავრეს საქართველოში.

ჩვენთვის ცნობილია, რომ თავად მოითხოვა საქართველოში გამოშვება – „მე იქ პრობლემა არ მექნებაო“. არადა იყო პერიოდი, როდესაც „კანონიერი ქურდები“ ითხოვდნენ, საქართველოში არ გაგვიშვათო.

ქვეყნების შს სამინისტროებს შორის გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმი და მსგავს შემთხვევებში დგება სათანადო დოკუმენტაცია. ყველამ იცის, რომ „კანონიერი ქურდობა“, ან «ქურდული» ტრადიციების მიმდევრობა საქართველოში დასჯადია და ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას ეცნობება, რომ დეპორტაციის მასალებთან ერთად აგზავნიან პირს, რომელიც „კანონიერი ქურდია“. საქართველოში მას უნდა დახვდნენ ქართველი სამართალდამცველები და კანონით დადგენილი წესით მისი დაკავება უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იყო ამ პირის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ეს კითხვა შს სამინისტროს უნდა დავუსვათ. როგორც ჩანს, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ის „კანონიერი ქურდი“ იყო.

– ამ ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობა?

– დიახ. ამიტომ მოხდა მისი გამოძევება საქართველოში. მას რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონოდა, არ დასჭირდებოდა ყალბი პასპორტი. ის რომ ყოფილიყო რუსეთის მოქალაქე, არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა. ვიცით, რომ ქართველი „კანონიერი ქურდების“ ძირითადი ბირთვი რუსეთშია თავმოყრილი, რაღაც ნაწილი კი ევროპაშია გაფანტული.

– ფიქრობთ, რომ დავით გერლიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძრვა ინფორმაციის ნაკლებობით, თუნდაც უკრაინელ სამართალდამცველებთან არასაკმარისი კომუნიკაციითაა განპირობებული? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართველ სამართალდამცველებს, გარდა სსკ–ის 223–ე პრიმა მუხლისა (კანონიერი ქურდობა), საფუძველი არ ჰქონდათ საქმის აღძრვის…

– დიახ. ის ფაქტი, რომ 2014 წელს გერლიანი „ქურდად მონათლეს», საკმარისია იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

– და როგორ უნდა მიიღო მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს რომელიღაც მოქალაქე რომელიღაც ქვეყანაში გახდა „კანონიერი ქურდი“? პრაქტიკა როგორია?

– ოპერატიულმა თანამშრომელმა უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია და გადაამოწმოს. სწორედ ეს არის ოპერატიული მუშაობა, თორემ შეკრებაზე პოლიციელებს რომ არ დაუძახებენ, ბუნებრივია, ხომ? არსებობს „ეფესბეს“ მიერ შექმნილი ოფიციალური საიტი primecrime.ru. ამ საიტზე 2004 წლიდან ვარ დარეგისტრირებული და „კანონიერ ქურდებთან“ დაკავშირებით ყველანაირ ინფორმაციას ვკითხულობ: ვინ, სად, როდის დააკავეს, მოკლეს, სად რა შეკრება იყო, რა საკითხები განიხილეს… დღეს ეს ხელმისაწვდომია.

შს სამინისტროში არის სპეციალური განყოფილება – «კანონიერი ქურდების» წინააღმდეგ ბრძოლის, რომელსაც ევალება მათ შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მოძიება, სისხლის სამართლის საქმის აღძრვა და ამ საქმის იმპლემენტაცია. შესაბამისად, ვიმეორებ, „კანონიერ ქურდ“ დავით გერლიანს უნდა დაჰხვედროდნენ ამ განყოფილების თანამშრომლები და უნდა დაეკავებინათ, როგორც „კანონიერი ქურდი“.

დღეს რას აკეთებს ეს განყოფილება, არ ვიცი. ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ წრე დაგვარტყეს. ისინი არიან სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთზე აღარ ვსაუბრობ – მანდ მაცხოვრებლებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და საქართველოში საქმიანობას იქიდან ახორციელებენ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. 2015 წლის 7 იანვარს სომხეთში ძალიან დიდი შეკრება შედგა, 100–ზე მეტმა „კანონიერმა ქურდმა“ მოიყარა თავი. ეს შეკრება შაქრო კალაშოვის ინიციატივით შედგა. იგი გამოირჩეოდა იმით, რომ ესწრებოდა ყველაზე ხნიერი „კანონიერი ქურდი“ ბორია აკაპელა. ამ შეკრებაზე განიხილეს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, „საკადრო საკითხები“, მსჯელობა იყო სტატუსებზე და ამასთან, გადაწყდა ბოლო 5 წლის განმავლობაში გაცემული სტატუსების მკაცრი რევიზია. ამ რევიზიაში მოჰყვა დავით გერლიანიც. მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს გერლიანისა და მასთან ერთად „მონათლულების“ სტატუსი, მაგრამ ეს სტატუსი დაუტოვეს და, ასე ვთქვათ, „გამოსაცდელი ვადა“ დაუწესეს. შეხვედრაზე საქართველოსთან მიმართებაში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ციხეების გაკონტროლება, „მაყურებლის“ ინსტიტუტის აღდგენა, ციხეებში „ობშიაკის“ შეკრება, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. აუცილებელი არ არის, ტენდერში უშუალოდ „კანონიერმა ქურდმა“ მიიღოს მონაწილეობა, მისი ოჯახის წევრი დაარეგისტრირებს ფირმას და მიიღებს მონაწილეობას. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რამდენიმემ მიიღო მონაწილეობა, უბრალოდ ამ ინფორმაციას გადამოწმება ესაჭიროება. ამასთან, განხილვის თემა იყო, ყველანაირი ღონე იხმარონ, რომ საქართველოში სსკ–ის 223–ე პრიმა მუხლი, თუ ვერ გააუქმეს, შეამსუბუქონ მაინც და მცდელობას არ აკლებენ. მათთვის მტკივნეულია ეს საკითხი და გვაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ, წინასაარჩევნოდ რაღაცნაირად მათთვის სასურველი პირობები მიიღონ.

– გაქვთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან აქვთ კომუნიკაცია?

– ჩვენი ინფორმაცია ასეთია: ისინი ცდილობენ, მოსინჯონ ძალები, დაელაპარაკონ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, რათა მათ სასარგებლოდ თავიანთი რესურსი ჩართონ, ბუნებრივია, იმ გარანტიით, რომ არჩევნების შემდეგ კანონი შეიცვლება ან შერბილდება. ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ და როგორც კი კონკრეტული ინფორმაცია გვექნება, საზოგადოებას აუცილებლად შევატყობინებთ.

როგორ ფიქრობთ, რომელიმე პოლიტიკური ძალა წავა მსგავს მოლაპარაკებაზე? საზოგადოების განწყობა ხომ ამ ინსტიტუტის მიმართ შეცვლილია, აღარ არის ისეთი რომანტიკული, როგორც წლების წინ…

– ვერ დაგეთანხმებით. გავიაროთ ქალაქში და ვნახავთ, რომ «ბირჟები» ისევ არსებობს, საქმის გარჩევები, საქმის გარჩევების შედეგად დაჭრები ისევ ხდება… აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისევ ხდება ყაჩაღობა, ქურდობა. ეს ყველაფერი ხომ მათი ხელწერაა. სამწუხაროა, მაგრამ ნიადაგი არსებობს.

– ანუ ფიქრობთ, რომ მენტალური რევოლუცია არ მომხდარა?

– რაღაც პერიოდში მოხდა, ეს აღმოფხვრილი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იატაკქვეშეთში მეტად ყოფილან.

– გამოდის, რომ კონკრეტულ პრობლემაზე რეაგირება უფრო იყო, ვიდრე საზოგადოების განწყობების ცვლილება…

– როდესაც ჩვენ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყეთ, განსაზრვრული გვქონდა, რომ „კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტი საერთოდ უნდა აღმოფხვრილიყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ „კანონიერი ქურდები“ ქვეყნიდან გაიქცნენ და ჩვენს გარშემო დაიბუდეს, მაგრამ მათი ოჯახის წევრები და მეგობრები აქ დარჩნენ. ვინც თავი გამოავლინა, როგორც მიმდევრები, პასუხისგებაში მიეცნენ, ხოლო ვინც ჭკუა იხმარა, ჩუმად იყო. როგორც კი დაინახეს, რომ მიდგომები შესუსტდა, ვხედავთ, რომ ბირჟაზე ისევ დგანან, საქმეებს არჩევენ და ა.შ.

შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია. გვინდა თუ არა, მივდივართ იქამდე, რომ ეს ამნისტიამაც განაპირობა. ჩემი ორგანიზაცია ჰუმანური აქტების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ როდესაც პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, განმარტა კიდეც, რომ არ შეიძლება ყველას გათავისუფლება. როგორ შეიძლება, გაათავისუფლო ადამიანი, რომელსაც ყაჩაღობისთვის 21 წელი ჰქონდა მისჯილი?! რა დახვდათ მათ გარეთ? არაფერი: უმუშევრობა, სიღატაკე. ამ ამნისტიისთვის ჯერ საჭირო ნიადაგი უნდა მომზადებულიყო, გაჩენილიყო სამუშაო ადგილები, დაწყებულიყო რესოციალიზაციის პროგრამა… ციხიდან გათავისუფლებულ ადამიანს ალტერნატივა უნდა შესთავაზო. ჩვენს შემთხვევაში კი გავათავისუფლეთ 15 000–მდე ადამიანი, გარეთ არაფერი დაგვიხვედრებია და მივეცით ბიძგი, რომ კვლავ დანაშაული ჩაიდინონ.

– ფიქრობთ, რომ ე.წ. „შავი სამყაროსა“ და სახელმწიფოს ბრძოლა კვლავ აქტიურ ფაზაშია?

– სხვაგვარად არ შეიძლება. თუ სახელმწიფომ კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა საკუთარ პოლიტიკად არ განსაზღვრა, ეს სახელმწიფო განწირულია. კრიმინალური სამყარო სამთავრობო დონეზეც შეაღწევს. უკვე გითხარით, რომ ერევანში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის საკითხი განიხილეს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები უნდა წაიღონ. ეს უკვე სიგნალია იმისა, რომ ისინი ნელ–ნელა ბრუნდებიან. ისევე, როგორც 1990–იან წლებში „კანონიერმა ქურდმა“ ოთარ კვანტრიშვილმა რუსეთში ელცინის პრეზიდენტობის დროს შეაღწია მთავრობაში და ჩამოაყალიბა საზოგადოება, რომელმაც ნელ–ნელა მთელს რუსეთში გავლენის სფეროები მოიპოვა. ანალოგიური პრაქტიკა საქართველოშიც გვქონდა. მაგალითად, 2003 წელს, ვსაუბრობ რევოლუციამდელ პერიოდზე, ტარიელ ონიანი ჩამოვიდა საქართველოში, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ, რადგან იმ დროს ღია იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საზღვრები, არამედ სახელმწიფო დაწესებულებები, მინისტრები ფეხზე უდგებოდნენ, მათ ეთაყვანებოდნენ და „კანონიერ ქურდებთან“ ერთად სუფრაზე ჯდომა მათთვის დიდი პრესტიჟი იყო. ის ჩამოსული იყო აწ გარდაცვლილი „კანონიერი ქურდის“ გოგია ჩიქოვანის, მეტსახელად „პაპაშას“ დაბადების დღეზე. წვეულება სასტუმრო „საქართველოში“ გაიმართა. იქ იყვნენ სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, მათ შორის – მთავრობის წევრები. მაშინ ტარიელ ონიანმა რამდენიმე მინისტრს, ასე ვთქვათ, თანამდებობები შეუნარჩუნა. ის წავკისში, ერთ–ერთი მაღალი თანამდებობის პირის სახლში ცხოვრობდა, სარგებლობდა მისი ავტომობილითა და დაცვით. ამ მინისტრების გვარებს ვერ დავასახელებ.

ძალოვანი მინისტრი თუ იყო მათ შორის?

– დიახ. 2005 წელს, კანონის მიღების შემდეგ მოხდა ის, რომ ქვეყანა ამ ინსტიტუტისგან გათავისუფლდა.

– რამდენად სოლიდური და ძლიერია დღეს ამ ინსტიტუტში ქართული წარმომადგენლობა?

– ძალიან ძლიერია. როდესაც ესპანეთი ათავისუფლებდა შაქრო კალაშოვს, ის წესით, საქართველოსთვის უნდა გადმოეცათ, რადგან საქართველოს მიერ არის ძებნილი, მან კი 200 მილიონი ევრო გადაიხადა რუსეთში, რათა რუსებს წაეყვანათ, წაიყვანეს კიდევ და გაათავისუფლეს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ერთ ადამიანზე. ამ სინდიკატის წევრთა რაოდენობა დაახლოებით 500-ს აღწევს და არიან ყველგან, თუმცა ძირითადი ბირთვი რუსეთშია თავმოყრილი და ინარჩუნებენ კონტაქტს საქართველოსთან.

– ადრე ინტერვიუში ბრძანეთ, რომ უკვე დაფიქსირდა კონკრეტულ ბიზნესმენებთან მათი კონტაქტის ფაქტები…

– ეს ხდებოდა თურქეთში. ხოფაში გადაჰყავდა „ლავასოღლის“. გაგახსენებთ, აჭარაში რამდენიმე ბიზნესმენს მანქანა დაუწვეს. ბიზნესმენები, რომლებმაც, ასე ვთქვათ, „ურჩობა“ გამოიჩინეს, წილების გადანაწილების საქმეზე გადაყვანილი ჰყავდათ თურქეთში და მათ ავტომანქანები დაუწვეს.

რაც შეეხება ბიზნესსაქმიანობას, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, დარეგისტრირდეს ინდმეწარმედ, – ამას კანონი არ კრძალავს. აი, ვინ დგას მის უკან – ეს სხვა საკითხია და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრის უკან სწორედ რომ „კანონიერი ქურდები“ დგანან.

საფრთხეები რეალურია: გავლენების გაძლიერება, რისი მცდელობებიც არის, საარჩევნოდ კი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ მათი რესურსის გამოყენება უნდა მოხდეს. ვისი – ამის შესახებ ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ გვექნება. ყაჩაღობები ისევ ხდება, მშვიდ და წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს ეს პროცესი და ა.შ.

ამ საკითხებზე ჩვენ არაერთხელ ჩაგვიტარებია პრესკონფერენცია, თუმცა შს სამინისტროდან არავინ გამოგვხმაურებია. ჩვენ გახსნილები ვართ, არ ვითხოვთ, აღგვადგინეთ სამსახურშიო, მაგრამ გამოცდილება მაინც გაიზიარონ!

– როდესაც ვსაუბრობთ, ვთქვათ, ბანკის დაყაჩაღებაზე, მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ამას განვიხილავ, როგორც რიგით კრიმინალურ ფაქტს. ეს ფაქტი თავად „ქურდულ სამყაროს“ როგორ უკავშირდება?

– სისტემა ასეთია: „ქურდულ სამყაროში“ არსებობს „ობშიაკი“ – საერთო სალარო, სადაც ყველას შეაქვს რაღაც თანხა. ამ სალაროს მხოლოდ „კანონიერი ქურდი“ იყენებს, ეს ხმარდება დაკავებული „ქურდის“ ოჯახს, მის ადვოკატს…. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საქართველოში მსგავსი რამ ისევ განმეორდეს, მაგრამ ამ თანხით ხდებოდა პოლიციელის, მოსამართლის მოსყიდვა. პიროვნებებს, რომლებიც ჯერ არ არიან „კანონიერი ქურდები“, მაგრამ არიან მიმდევრები, სალაროში შეაქვთ თანხა და ამის შესახებ ისინი „კანონიერ ქურდს“ ატყობინებენ. რატომ აკეთებენ ამას? – სამომავლოდ, როდესაც მათი სტატუსის საკითხი დადგება, „კანონიერი ქურდი“ ამ ფაქტს მხედველობაში მიიღებს. ამდენად, ჩემთვის ყველა დანაშაული ასოცირდება იმასთან, რომ პარალელურად მდიდრდება ქურდული „ობშიაკი“. ეს საზოგადოების წევრებმა არ იციან და მათთვის ეს ჩვეულებრივი დანაშაულია.

ახლა საკითხს მეორე მხრიდანაც მივუდგეთ: ბანკში იმყოფებით და შეიარაღებული პირი დასაყაჩაღებლად შემოდის. რა გარანტია გაქვთ იმის, რომ მის მიერ გასროლილი ტყვია არ გიმსხვერპლებთ? ამდენად, ნებისმიერი დანაშაული ჩვეულებრივ დანაშაულად რატომ უნდა განვიხილოთ?

– არის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ კანონი ბუნდოვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. როგორ უნდა დადასტურდეს, რომ კონკრეტული პირი კანონიერი ქურდია?

– როდესაც თავად ამბობს პირი, რომ დიახ, კანონიერი ქურდია.

– ანუ ამ აღიარებას იყენებთ, ხოლო როდესაც ის ამბობს, არ ვარ კანონიერი ქურდიო, მისი სტატუსი კითხვის ნიშნის ქვშ უკვე მის სამყაროში დგება…

– მათივე კანონებით უნდა ებრძოლო. როდესაც გერლიანი დააკავეს ოდესაში, მან თქვა, რომ კანონიერი ქურდია. ანალოგიური რამ მოხდებოდა, ის რომ საქართველოს საზღვარზე ქართველ პოლიციელებს გაეჩერებინათ.

– პრეტენზიები ბუნდოვანებასთან დაკავშირებით ასევე არსებობს 223–ე პრიმა მუხლის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც საუბარია «ქურდული» ტრადიციების მიმდევრობაზე…

– საუბარია პიროვნებაზე, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს და „ობშიაკში“ შეიტანს თანხას.

– მაგრამ ამას ხომ უკვე დადასტურება სჭირდება და პრეტენზიები სწორედ იმას ეხებოდა, რომ ხშირად ამ მუხლს, ასე ვთქვათ, არასასურველი პირების წინააღმდეგ იყენებდნენ…

– ვერ დაგეთანხმებით. ოპერატიული მუშაობის შედეგად მიმდევრობის გამო დაკავებული პიროვნებების ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ე.წ. „ტყავი“ (ეს არის სია ადამიანებისა, ვინც ქურდულ „ობშიაკში“ თანხა შეიტანა), ამოღებულია ფულადი თანხები. გარდა ამისა, როდესაც პირი ბიზნესმენთან მიდის და ეუბნება, „მე, ძმაო, კანონიერი ქურდის სახელით გელაპარაკებიო“, ის უკვე მიმდევარია, ანუ ის „კანონიერი ქურდის“ დავალებას ასრულებს. აქ არავითარი ბუნდოვანება არ არის. აქ მთავარია, სწორად მივხვდეთ, თუ რაზეა საუბარი.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დააკავეს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი სერგო ღლონტი
შემდეგი სტატია(video) ცნობილმა იტალიემა კომპოზიტორმა არქტიკაში დაუკრა