“კანონიერმა ქურდებმა” დონეცკში გავლენის სფეროები გადაინაწილეს

სექტემბრის ბოლოს რუსეთში, დონის როსტოვში კრიმინალური ავტორიტეტების შეკრება შედგა, სადაც თვითგამოოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გავლენის სფეროების გადანაწილებაზე იყო მსჯელობა – რუსული “ნოვაია გაზეტა” წერს. სავარაუდოდ, დონეცკის კრიმინალურ სამყაროში ბალანსი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის ალექსანდრ ხაზარჩენკოს მკვლელობის შემდეგ დაირღვა. შეკრებას დაახლოებით 15 ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის, ალექსანდრ ბატურინი (ბატურა – ე.წ. “მაყურებელი”), არმენ სარკსიანი (“მაყურებელი”), ვიტალი მეტლა (დე-ფაქტო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს დეპუტატი) და ედუარდ ასატრიანი (იგივე ედიკ ოსეტრინა ან ედიკ ტბილისსკი, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი “კანონიერი ქურდი”).

შეკრებაზე იყვნენ დნეპროპეტროვსკის ქურდული სამყაროს წარმომადგენლები – ისინი “კანონიერი ქურდის” სერგეი ოლეინიკის, იგივე “უმკას” ინტერესებს იცავდნენ, რომელიც, თავის მხრივ, ალექსანდრე ნაკრეიშვილის (“ნარიკის”) მარჯვენა ხელია. აქვე იყვნენ ლუგანსკელი დაჯგუფებების წარმომადგენლები. შეხვედრის თემა ე.წ. “კვოტების” გადანაწილება და თამბაქოს ქარხანა “ხამადეიდან” კონტრაბანდის გამოტანა იყო. შეკრების მონაწილეებმა გადაინაწილეს სხვადასხვა ნადავლის ტრანსპორტირების, უსაფრთხოების და ლოგისტიკის საკითხები – რუსული გამოცემა წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო საქართველოში ლუგანის ცენტრზე რუსების მასალაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია2019 წლის ბიუჯეტის პროექტი – პარლამენტის დაფინანსება 2 მილიონ 600 ათასზე მეტით იზრდება