„კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ე.წ. „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გთავისუფლდა.

დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლომ “კანონიერი ქურდობის” ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში ის დამნაშავედ ცნეს და ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო 15 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხედველობაში იქნა მიღებული ის, რომ ბრალდებული სასამართლოს განხილვების მიმდინარეობისას წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარიმის ოდენობა 6 500 ლარამდე შემცირდეს.

დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშითანამშრომლებს გარემოს დაცვის სამინისტროდანაც უშვებენ
შემდეგი სტატიაარსებობს ურყევი ნება და მზაობა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცედურები სწრაფად დასრულდეს – ზალკალიანი