“კანონიერი ქურდი” ტარიელ ონიანი ციხეს მომავალ კვირას დატოვებს

ყველაზე გავლენიანი “კანონიერი ქურდი” ტარიელ ონიანი (ტარო), ციხეს მომავალ კვირას დატოვებს.
2010 წლის ივლისში ის მოსკოვის სასამართლომ ადამიანის გატაცებასა და გამოძალვაში დამნაშავედ ცნო და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს ვადა მას 11 ივლიის ეწურებოდა. 2017 წელს ონიანმა სასამართლოს გზით ათწლიანი ვადა ორი თვით შეამცირა. მან პენიტენციალური სისტემა 9 აპრილს უნდა დატოვოს. ტარიელ ონიანს რუსეთიდან გაადეპორტებენ.

ელოდებიან, რომ ტარიელ ონიანის ცხიდან გამოსვლის შემდეგ “N1 კანონიერი ქურდის” ტიტულისთვის ბრძოლა განახლდება – რუსული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი მეუფე პეტრეს შეხვდა
შემდეგი სტატია„ჩვენ ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია,“- ეკონომიკის მინისტრი საბანკო რეგულაციებზე საუბრობს