“კანონიერი ქურდი” ნუკრი გალსკი უკრაინიდან გააძევეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი “კანონიერი ქურდი” ნუკრი გალსკი კიევში დაკავების შემდეგ ქვეყნიდან გააძევეს სამი წლით უკრაინაში შესვლის აკრძალვით.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ნუკრი გალსკის 2019 წლამდე ჰქონდა უკრაინაში შესვლის აკრძალვა, თუმცა, ქვეყნის ტერიტორიაზე შეღწევა არალეგალური გზებით მაინც მოახერხა.
ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი საბითუმო ბაზრებზე და ბინის ქურდების ჯგუფების კურატორობას გეგმავდა. ის 2013 წელს თურქეთში “აკურთხეს” “კანონიერ ქურდად” – კიევის კრიმინალური პოლიცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე-სალომე არჩევამდეც რუსეთის ვასალი იყო-ასე რომ ისტორიას უყვარს პარალელები !
შემდეგი სტატიარაც არ უნდა იყოს მაინც მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის-ირაკლი ოქრუაშვილი