,,კანონიერი,, ქურდები პიარით დაინტერესდნენ… (VIDEO)

როგორც ირკვევა, ბოლო დროს პოსტსაბჭოთა კრიმინალური სამყაროს ლიდერები – ,,კანონიერი,, ქურდების სახით, სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან მედიასთან ურთიერთობით და მათთან დაკავშირებული საკითხების მედიაში გაშუქებით, ანუ პიარით…

,,შავი სამყაროს,, წარმომადგენელთა მიერ კომუნიკაციის  სფეროში განხორციელებულ ამ  ცვლილებათა ,,კანონშემომქმედებად,, ალბათ ქართველი ,,ავტორიტეტები,, უნდა მივიჩნიოთ, რადგან ამ ,,ნოუჰაუს,, მკაფიო გამოვლინებები, სწორედ ქართველებს ეკუთვნით.

დაახლოებით ერთი თვის უკან, ქართულმა მედიამ ერთ-ერთი ქართველი ,,ავტორიტეტის,, მიერ ქართველი ჟურნალისტისთვის, მასზე გავრცელებული სტატიის გამო, ჟურნალისტურ ქარტიაში ჩივილის შესახებ სტატიები გამოაქვეყნა…

ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ,,ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ცნობილი „კანონიერი ქურდის“  ლაშა შუშანაშვილის წარმომადგენელთა საჩივარი… რომლის საფუძველზე სადავო გახდა 2015 წლის 13 ივლისს გამოქვეყნებული სტატია ,,რისთვის იყენებს ,,ქართული მაფია,, საბერძნეთის კრიზისს?,,  მომჩივანი მიიჩნევდა, რომ ამ მასალაში გარდა პირველი პრინციპისა, დარღვეული იყო მესამე პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს ინფორმაციის გადაცემას მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, და მეოთხე პრინციპი, სადაც ნათქვამია, რომ ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს,,

ქარტიის საბჭომ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი კრიმინალური ,,ავტორიტეტი,, და საქართველოში ძებნილია –  დადასტურა, რომ გაზეთ “კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ, ამ სტატიაში ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ამ შემთხვევიდან სულ ცოტა ხანში, ცნობილი ხდება, რომ კიდევ ერთმა ქართველმა ,,კანონიერმა,, ქურდმა, ბადრი კოღუაშვილმა (,,ბადრი კუტაისკი,,) პირდადირ სასამართლო სხდომაზე მოიწვია ჟურნალისტები…

როგორც ,,კანონიერ,, ქურდებზე დასპეციალიზებული რუსული საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ კრაიმი,, (Прайм Крайм) 2 დეკემბრის სტატიაში იტყობინება, ბადრი კოღუაშვილმა – ჟურნალისტები კრაისნოიარსკის რკინიგზის სასამართლოს იმ სხდომაზე მიიწვია, სადაც მისი საქმე – სხვა პატიმრის ცემასთან დაკავშირებით, განიხილებოდა. წყაროს ცნობით, კოღუაშვილმა ტელეფონზე ჩაწერა და ადვოკატების მეშვეობით პრესას გადასცა ჩანაწერი, სადაც პირველ პირში მთელის სიმართლის მოყოლას დაჰპირდა მედიის წარმომადგენლებს.

რუსული გამოცემის ცნობით, ბადრი კოღუაშვილის უეცარმა სურვილმა, რომ საზოგადოებრივი ყურადღება მიაპყროს საკუთარ სასამართლო პროცესს და კრასნოიარსკის პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებს, იქაური სტრუქტურების წარმომადგენლები გვარიანად შეაფიქრიანა… რის გამოც, სასამართლომ 3 დეკემბერს დანიშნული  ჯანაშვილის პროცესი – ერთი თვით გადადო.

ზემოაღნიშნული შემთხვევების გარდა, ალბათ კიდევ ბევრი შემთხვევის მოყვანა შეიძლება, რომლებიც ბოლო დროს კრიმინალური სამყაროს მიერ მედიის აქტიურად გამოყენების მაგალითებად გამოდგება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ,,შავმა სამყარომ,, – ,,შავი პიარის,, გემო იწვნია და  საკუთარი იმიჯზე საზრუნავად კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს მიმართა.

კომუნიკაციური ტექნოლოგიების ერთ-ერთი სახემძღვანელო, შავით-თეთრზე მიუთითებს, რომ ,,პიარი ყველა ორგანიზაციას სჭირდება… დიდსაც და პატარასაც, მდიდარსაც და ღარიბსაც,, არაფერია მითითებული კანონიერი და უკანონო ორგენიზაციების დამოკიდებულებაზე… თუმცა როგორც ჩანს, დღესთვის ის უკანონო ორგანიზაციებსაც ძალიან სჭირდებათ.

,,ყველა ორგანიზაცია და  ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა დაინტერესდნენ საკუთარი პიარით! თუ თქვენ არ დაინტერესდებით თქვენი პიარით, მაშინ სხვისი პიარი დაინტერესდება თქვენით… ოღონ არა თქვენს სასარგებლოდ!,, აცხადებენ ცნობილი პიარტექნოლოგები.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიის ელჩი: ტერორიზმი არის საფრთხე, რომლის წინააღმდეგაც ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს
შემდეგი სტატიაისრაელმა სირიაში ოპერაციების ჩატარება აღიარა და ირანი გააფრთხილა…