20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“კანონი ვერ გარდაქმნის ადამიანის ბუნებას, იძულება ეკლესიის მიზანი არ არის”- მეუფე ზენონი

„ადამიანის ჭეშმარიტი გარდაქმნა ვერ მიიღწევა იძულებით, სამართლებრივი ზეწოლითა თუ ძალაუფლებრივი კონტროლით“, — ამის შესახებ მეუფე ზენონი წერს. მღვდელმთავარი მკაფიოდ გამიჯნავს გარეგნულ, ძალით თავსმოხვეულ მორჩილებასა და ნამდვილ ქრისტიანულ სულიერებას.

მისი თქმით, ეკლესიის გამოცდილება ადამიანს განიხილავს არა როგორც ძალით „გამოსასწორებელ“ ობიექტს, არამედ როგორც თავისუფალი ნების მქონე პიროვნებას.

„კანონს შეუძლია შეზღუდოს ქმედება და შექმნას ფორმალური წესრიგი, მაგრამ ვერ გარდაქმნის ადამიანის ბუნებას, ვერ განწმენდს ცნობიერებას და ვერ შობს ჭეშმარიტ სულიერ თავისუფლებას. ამიტომ ადამიანის არსობრივი შეცვლა იწყება არა შიშითა და იძულებით, არამედ სინდისით, თვითშემეცნებითა და თავისუფლად გაცნობიერებული ჭეშმარიტებით. სწორედ ამიტომ, ეკლესიის მიზანია არა ადამიანის იძულებითი დამორჩილება, არამედ მისი გონების, სინდისისა და სულიერი ხედვის განახლება“, — აღნიშნავს მღვდელმთავარი.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი სამღვდელოებას: ვისი უფრო გეშინიათ ან ვინ უფრო გიყვართ – ნამდვილი ღმერთი თუ ჭორვილელი მამონა?
შემდეგი სტატია“ეს არ არის არც ქრისტიანობა და არც ადამიანობა!”- პეტრე კოლხი პატრიარქ შიო მესამეს