არქიმანდიტრი დოროთე ყურაშვილი აკრიტიკებს არსებულ რეალობას და აღნიშნავს, რომ კანონი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
ყურაშვილი ერთმანეთს ადარებს ოპოზიციონერი ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებებსა და მმართველი პარტიის წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო სამართალდარღვევებს, რომლებზეც რეაგირება არ მომხდარა.
„ელენე ხოშტარია ბანერზე წარწერს გაკეთების გამო ციხეში ზის, მზია ამაღლობელი სახეში გალაწუნების გამო ციხეში ზის და „ოცნების“ პარლამენტარებმა, რომ სცემეს სხვები ის არაფერი არ არის, გამოდის, რომ კანონია ის, რაც „ოცნებას“ უნდა“, — აცხადებს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

















