,,კანონი მავალდებულებდა და პატარა ბავშვის მკვლელს, მოვუკელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა”

კანონი მავალდებულებდა და პატარა ბავშვის მკვლელს, მოვუკელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.

როგორც ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ჰქონდა თუ არა საუბარი იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, მურუსიძემ განაცხადა, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რაიმე ოფიციალურ შეხვედრას მართავს, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარი არ მიმდინარეობს.

„გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, გეუბნებით, რომ რა გადაწყვეტილებაც მაქვს მიღებული, არის კანონიერი – ისეთი, როგორიც მაშინ იყო კანონი და რის საშუალებასაც იძლეოდა. საუბარი იყო მსჯავრდებულებისთვის 6 თვის დაკლებაზე. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ მქონია შემთხვევები, როცა მკვლელებს, რომლებსაც ანგარებით მოუკლავთ დედა და მცირეწლოვანი ბავშვიც, მათთვის მომიკლია 5 წელიც კი, მაგრამ რატომღაც არავინ დაინტერესებულა ადამიანს, რომელმაც 8 წლის ბავშვი მოკლა, რატომ მოვუკელი 5 წელი?! იმიტომ მოვუკელი, რომ შეიძლება მორალურად მიმაჩნდა, რომ არ უნდა მოკლებოდა ეს 5 წელი, მაგრამ ამას კანონი მავალდებულებდა და ამიტომ პატარა ბავშვის მკვლელს, დავუკელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მე ვარ მოსამართლე და შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება არ ეთანხმებოდეს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ აზრს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაში“იმისთვის, რომ ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს ძალაში შესული განაჩენი”
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა