საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიციამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ აქციაზე კანონი წინასწარი გაფრთხილების შესახებ შეგნებულად დაარღვია, რათა მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონფლიქტი ხელოვნურად პროვოცირებულიყო. გია ვოლსკი განმარტავს, რომ რუსთაველის გამზირზე სცენის უნებართვო მონტაჟი პირდაპირ უშლის ხელს 26 მაისის სახელმწიფო პავილიონების მოწყობას.
ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ მიტინგების გამართვას თავისი წესები აქვს, რომლებსაც ორგანიზატორები განგებ უგულებელყოფენ ანტაგონიზმის შესაქმნელად.
„ამ შემთხვევაში საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ განგებ დაირღვა კანონი წინასწარი ცნობის მომზადების თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო და მერია უარს ეტყოდა, განათავსონ სცენა იქ, სადაც ამ წესების დაცვით შეთანხმებული არაფერია.
მით უმეტეს, თუ ამ სცენის ადგილი უკვე წინასწარ შეთანხმებით და გეგმით დამტკიცებულია, რომ უნდა დაიკავოს კონკრეტულმა პავილიონებმა ან 26 მაისთან დაკავშირებული გარკვეული აქტივობები ამ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს. „ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ“ – განაცხადა სააკაშვილის გამეორებამ, რომელიც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს. არ არის ეს მშვიდობიანი!“ — აღნიშნა გია ვოლსკიმ.















