“კანონი და სამართალი” ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება “კანონი და სამართალი” ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას ითხოვს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს ამავე გაერთიანების დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა მიმართა.

პოლიტიკური მოძრაობა ითხოვს, რომ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი, ნეპოტიზმის შესახებ. ამ მუხლით, ნეპოტიზმი უნდა დაისაჯოს ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან ჯარიმით და თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე და თანამდებობის დაკავებით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

“მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არსებობს სამოხელეო დანაშაულის თავი, მიგვაჩნია, რომ ვერ ხდება ამ ტიპის კორუფციული ფაქტების პრევენცია და აღკვეთა”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

თაკო ჩარკვიანს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ნეპოტიზმის კრიმინალიზებას განზრახ, პოლიტიკური ინტერესებით არ ახდენს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს