კანონდებლობა არ კრძალავს ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარეთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამან არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საარჩევნო უბნის მიმდებარედ სამაგიდო სიების გამოყენება ხდება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, მედიით გავრცელებულ კადრებში ფიქსირდება არა სამაგიდო, არამედ სავარაუდოდ, უფლებამოსილ პირებზე, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სია.

„საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოდის ინფორმაცია და კითხვები უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით და ითხოვენ რეაგირებას. ამასთან, აღნიშნულ თემაზე გავრცელდა კადრები და ინფორმაცია, რომ თითქოს სამაგიდო სიების გამოყენება ხდება. პარტიებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს უფლება აქვთ მოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია. აღნიშნულ კადრებში ფიქსირდება არა სამაგიდო სია, არამედ სავარაუდოდ, უფლებამოსილ პირებზე, კანონდებლობის შესაბამისად გაცემული სია. რაც შეეხება რეაგირებას, საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს უფლებამოსილებას კენჭისყრის შენობაში და კანონდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების პირადი მონაცემების დამუშავება. ამასთან, მოქმედი კანონდებლობა არ კრძალავს ნებისმიერი პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარე ტერიტორიაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება,” – განაცხადა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე ოპონენტებს – გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი
შემდეგი სტატიაცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და ფარები ზუგდიდში – “კურიერმა” ქალაქის ქუჩებში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები დააფიქსირა