კანონდარღვევის შემთხვევაში იქნება რეაგირება – უმრავლესობა ოპოზიციას აფრთხილებს

საპროტესტო აქციებისა და პიკეტირების განახლება პარლამენტთან – მიმდინარე პროცესები მმართველ გუნდში შეაფასეს. უმრავლესობის ლიდერების განცხადებით, საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაა, შესაბამისად ყველას აქვს უფლება საკუთარი დამოკიდებულება აქციით გამოხატოს.

თუმცა როგორც “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ თუ დემონსტრაციები კანონის ფარგლებს გასცდება, პასუხი ადეკვატური ექნებათ.

“გამოხატულება დემოკრატიული ქვეყნისათვის არის დამახასიათებელი, რა პოზიციაც არ უნდა იყოს, მაგრამ არცერთ ქვეყანაში არ დაუშვებენ, იმას რომ კანონი დაირღვეს,”-აცხადებს გია ვოლსკი.

“გამოხატვის თავისუფლება არ უნდა გასცდეს კანონის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება, როგორც ეს მოხდა პარლამენტის პიკეტირების დროს,”-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება იძულებული გახდება თვალი გაუსწოროს კრიზისს – პარლამენტთან დღეიდან საპროტესტო აქცია და პიკეტირება განახლდება
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს