კანდიდატსაც მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები – ანზორ მელიას მიმართვა

“ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი… კანდიდატსაც მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები”, – ზუგდიდის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ანზორ მელია ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ საუბრობს.

დიდი მადლობა ჩემო ზუგდიდელებო იმ მხარდაჭერისა და სიმამაცისთვის, რაც დღეს გამოიჩინეთ. მერწმუნეთ, რომ მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. კანდიდატსაც მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო. მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომლებიც 2 თვის განმავლობაში არ მომშორებიან გვერდიდან და იბრძოდნენ ვაჟკაცურად.

მადლობა მინდა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს იმ თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის რასაც მე ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მადლობა ყველას და მერწმუნეთ მე გავამართლებ თქვენ ნდობას, – ამბობს ანზორ მელია.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი ეგზიტპოლების შედეგებზე – ახლა მიაკითხეთ საშველად შარლ მიშელსა და კელი დეგნანს
შემდეგი სტატიამდინარაძე – არ არსებობს იმის რისკი, რომ „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები შეიცვალოს