კანდიდატის სტატუსზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება 99%-ით იგივე იქნება, რაც კომისიის – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ ელოდება, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეიძლება შეიცვალოს. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება, 99%-ით იგივე იქნება, რაც ევროკომისიის დოკუმენტში იყო ასახული.

“ყველამ იცის, რომ 99%-ით დარჩება იგივე რაც წერია კომისიის დოკუმენტში, ეს არის დღესავნით ნათელი”, – თქვა კობახიძემ.

მისივე აზრით, მხოლოდ თეორიული შანსია, რომ რაღაც მოხდეს და პრაქტიკული შანსი, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით არ არსებობს. მათ შორის არც ვიზიტი შეცვლის რამეს.

“ამ დღეებში რაიმეს შეცვლის არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა, კიდევ ერთი არასწორი მოლოდინი შექმნეს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ რაღაც ემოციები გაახურონ”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიმიკოლაევზე შვიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
შემდეგი სტატიახოშტარია არის ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს – კობახიძე