კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოგვცემს დამატებით მოტივაციას, ეს იქნება აღიარება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ – ღარიბაშვილი

კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოგვცემს დამატებით მოტივაცია. ეს იქნება აღიარება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საქართველო მოკლე გზებს არ ეძებს. როგროც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო რეფორმების გატარებას კვლავაც გააგრძელებს.

„ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ნათლად. ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს კანდიდატის თაობაზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ წევრობაზე. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს, არ ვეძებთ სიმარტივეს. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, მაგრამ დღესდღღეობით კითხვა ისმის ასე, მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს თუ – არა და ეს გახლავთ გზავნილი ყველა ჩვენგანისთვის, ყველა ქვეყნისადმი. რუსეთისთვისაც კი. ჩემი მხრიდან მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ შევასრულეთ ყველა რეფორმა, ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატული ინსტიტუტები, საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში, რაც შეეხება გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, მედიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, სასამართლო რეფორმას. მსოფლიო ბანკის მაჩვენებლებით საბიუჯეტო გამჭვირვალობაში საქართველო ნომერ პირველია. ბიზნესის წარმოების მიმართულებითაც საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. ყველა მიმართულებით საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. საუკეთესო შემსრულებელია და ჩემი კითხვაა, რატომაც არა. კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოგვცემს დამატებით მოტივაციას. ეს იქნება აღიარება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა რეფორმა. ჩვენ ვიქნებით მოტივირებული, ვიქნებით მუდამ ფორმაში და რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ევროკავშირიდან მონიტორინგის მისია. ეს არ გახლავთ ერთდღიანი გადაწყვეტილება. ეს არის ხანგრძლივი გადაწყვეტილება, ვიდრე მივიღებთ სრულუფლებიან წევრობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ რეგიონში დემოკრატია გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებიან, ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკის რეალობა – სანდუ
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში „შავ სიაში“ 65 ფიზიკური პირი და 18 ორგანიზაცია დაამატა