კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ნაკლები შეთავაზება ძალიან სახიფათო იქნება, გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და არა რაიმე სხვა –

ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება “და “ზნეობა” საპროტესტო აქციას მართავენ.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით “არაევროსოდომს”, “ლგბტ დიპლომატებო შორს ბინძური ხელები ჩვენი შვილებისგან”, “ყველა სამარცხვინო ლგბტ ელჩი გაძევდეს საქართველოდან”
პოლიციამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი.

დაკავებები ადგილზე მოჰყვა მოწოდებას, რომ აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა უნდა დაეწვათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე თავდასხმის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან – დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი – სამადაშვილი