კანდელაკის შეფასებით, დპლომატების მოსმენა სახელმწიფოების შეურაცხყოფა და მათ სუვერენიტეტში შეჭრა

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ელჩებს უსმენს. კანდელაკის შეფასებით, დპლომატების მოსმენა სახელმწიფოების შეურაცხყოფა და მათ სუვერენიტეტში შეჭრაა.

“როცა ჩვენი ქვეყანა სამარცხვინოდ უსმენს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მხარდამჭერი და ზოგადად მსოფლიოში მნიშვნელოვანი ქვეყნების ელჩებს, ამით საქართველო შეურაცხყოფას აყენებს და სუვერენიტეტში იჭრება, რადგან ელჩები წარმოადგენენ თავ-თავიანთ სახელმწიფოებს.

რა თქმა უნდა, წამყვანი როლი იმ ცვლილებაში, რომელიც უნდა მოხდეს საქართველოში მიენიჭება, პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი”. – ამბობს გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი ჩანაწერებზე – ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს, მორეს მხივ, პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალიან მალე ფარდა აეხადოს ამ სიბინძურეს და გაირკვეს სიმართლე
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროკავშირის წარუმატებლობამ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე ადეკვატურად ეპასუხა, რუსეთს უბიძგა, აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები გაეგრძელებინა