კანდელაკის ქუჩაზე წუხელ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

კანდელაკის ქუჩაზე წუხელ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. კანდელაკის ქუჩაზე 30 წლის მამაკაცს მისსავე საცხოვრებლის სადარბაზოში ესროლეს.

ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედება უტარდება ნისანის მარკის ავტომობილსაც, რომელითაც, მოკლულის ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდოდ გადაადგილდებოდა მკვლელობაში ბრალდებული. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულს ეს მანქანა ნაქირავები ჰყავდა.

რაც შეეხება გასროლას, ოჯახის წევრების თქმით, გასროლა გადაჭრილი სანადირო თოფით მოხდა, რომელიც მოგვიანებით საგამოძიებო ჯგუფმა ერთ-ერთი ავტოფარეხის სახურავზე იპოვა.

ცეცხლნასროლი ჭრილობებით ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაში“სასწავლო წელი შარშანდელის მსგავსად, კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე დაიწყება”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: “ქართული ოცნება” ხალხის მხარდაჭერით, აბსოლუტური უმრავლესობით მოვა