კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე რეაბილიტაციის გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან თბილისის მერია კანდელაკის ქუჩაზე, ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის კვეთამდე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

„პირველ ეტაპზე, სამუშაოები დაიწყება ჟვანიას მოედნიდან, რის გამოც კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ თვეში დასრულდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კანდელაკის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა არასახარბიელოა და თბილისის მერია ქუჩის სრული რეაბილიტაციას იწყებს.

banner
წინა სტატიაში“თიბისი ბანკის” საქმეში კიდევ ერთი ახალი გვარი გამოჩნდა – პროკურატურა პაატა ღაძაძით ინტერესდება
შემდეგი სტატიარუსეთის ბრძოლა ორი მიმართულებით: საზღვრის გადმოწევა და კინდღის პორტის მშენებლობა