კანდელაკი: თუ სოზარ სუბარს შეუძლია ტესტის ჩატარება, რა დააშავეს კარანტინში გადაყვანილებმა?

region
ავტ.: region აგვისტო 13, 2020 13:29

კანდელაკი: თუ სოზარ სუბარს შეუძლია ტესტის ჩატარება, რა დააშავეს კარანტინში გადაყვანილებმა?

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკს მიაჩნია, რომ, მაშინ, როდესაც მესტიაში მყოფი მოქალაქეები იძულებით კარანტინში გადაიყვანეს, სოზარ სუბარის პრივილებირებულ მდგომარეობაში ჩაყენება გაუგებარი და უსამართლოა.

“თუკი სოზარ სუბარს შეუძლია გაიკეთოს ტესტი, რატომ არ შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, ვინც ასევე იმყოფებოდნენ მესტიაში, ან რატომ არ შეიძლება, რომ ამ მოქალაქეებს ჩაუტარდეთ რეგულარული ტესტები და მათ მიმართ იყოს იგივე მიდგომა, რაც ბიზნეს ვიზიტორების მიმართ, რომლებიც თავსდებიან 24 საათიან კარანტინში ტესტის პასუხამდე?” – ამბობს კანდელაკი.

დეპუტატის აზრით, ეს რეგულაცია იმდენად აბსურდულია, რომ მოქალაქეების მიერ ამ უსამართლობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საერჩელების განხილვას სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს.

“მსსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე ცოტა ხნის წინ, როცა გაუმწვანებელი ქვეყნიდან შემოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უბრალოდ ტესტი ჩაიტარა, ხოლო გამწვანებული, ანუ უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა მაინც დისკრიმინაციული კარანტინის გავლას აიძულებს.” – თქვა კანდელაკმა.

region
ავტ.: region აგვისტო 13, 2020 13:29