კანდელაკი: პრეზიდენტი თეორიულადაც კი ვერ იქნება დამოუკიდებელი

“პრეზიდენტი თეორიულადაც კი ვერ იქნება დამოუკიდებელი. ასე, რომ მისგან დამოუიდებელ გადაწყვეტილებას არ მოველი”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა კითხვაზე, ელის თუ არა, რომ პრეზიდენტი ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

“სამწუხაროდ, დღეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს ადამიანი, რომელიც თეორიულადაც ვერ იქნება დამოუკიდებელი. ასე, რომ მისგან დამოუიდებელ გადაწყვეტილებას არ მოველი. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება იყო მწვავე და სწორედ ამით დაიწყო ამ სამარცხვინო პროცესზე მსჯელობა.

როდესაც კანონით იკრძალება მონის დაძახება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაც არის. ეს არის კიდევ ერთი სიმპტომი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მიექანება ავტორიტარიზმისკენ. ასევე სიმპტომი იმისა, რომ ძალიან დიდი მსგავსებაა ივანიშვილის და ასლან აბაშიძის ტიპაჟებს შორის, რომელიც 2006 წლის 6 მაისს მის მშობლიურ რუსეთში გაემგზავრა. გუშინ იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში”, – თქვა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება – მდინარაძე
შემდეგი სტატიავაშაძე: მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს გადახდის თანხმობასთან დაკავშირებით