კანდელაკი NDI-ის კვლევაზე – გაყალბებული არჩევნების შედეგად პარლამენტში შესვლა მომავალში იქნებოდა ყოველგვარი რწმენის გაქრობა, რომ არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში შესაძლებელია

ევროპული საქართელოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას ეხმაურება.

კანდელაკის თქმით, ყველას სურვილია, რომ პოლიტიკური ჭიდილი მიდიოდეს პარლამენტში, მაგრამ როდესაც არჩევნები ტოტალურად ყალბდება, ეს ფაქტი არ აძლევს ოპოზიციას იმის საშუალებას, რომ ლეგიტიმაცია მისცეს ასეთი უკანონობის შედეგად არჩეულ პარლამენტს.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლა იქნებოდა ყოველგვარი რწმენის გაქრობა, რომ არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში შესაძლებელია.

„ჩვენვისაც მნიშვნელოვანია, ვისთვის არ არის მნიშნელოვანი, რომ პოლიტიკური ჭიდილი წარიმართოს პარლამენტში, ეს იქნებოდა ნორმალური ვითარება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თავად ცესკო-ს მონაცემებით, ყველა უბნის ნახევარზე მეტში, მაჟორიტარულ არჩევნების შემთხვევაში იყო ან ბიულეტენების მეტობა, ან ნაკლებობა, ეს ფუნდამენტური ფაქტი, რომელიც სადაო არ არის, არ აძლევს უფლებას ოპოზიციას, რომ მისცეს ლეგიტიმაცია ასეთი უკანონობის შედეგად არჩეულ პარლამენტს.

ასეთი ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა მომავალში ყოველგვარი რწმენის გაქრობა და დამსხვრება, რომ არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში შესაძლებელია.“ – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი – მანდატების გაუქმებით პარლამენტს დაესმევა საბოლოო ბეჭედი, რომ ის არის ერთპარტიული, კომუნისტური პარლამენტი
შემდეგი სტატიანათელაშვილი – ალეკო ელისაშვილი, როცა აღარ დასჭირდა, გაემიჯნა ოპოზიციას და როცა დასჭირდება, შეიძლება, მოემიჯნოს