კანდელაკი-მთავრობის გენერალური ხაზია, არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ცოტა და ძვირი ფრენა

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიორგი კანდელაკის თქმით, ეკონომიკის მინისტრმა აღიარა, რომ “მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა, არჩევნებამდე ფაქტობრივად აიკრძალოს Wizzair-ის და Ryanair-ის ფრენები”.

გიორგი კანდელაკის შეფასებით, მთავრობის “განზრახ შექმნილი მდგომარეობით”, თვითმფრინავით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც შეუძლია ბილეთში ასტრონომიული ფასის გადახდა და აქვს პრივილეგია, თავი აარიდოს კარანტინს.

“სულ ცოტა ხნის წინ ამ უსამართლობის მაგალითი გვაჩვენა მინისტრმა ზალკალიანმა, რომელიც რაღაც იდიოტურ დადგენილებას იშველიებს, თუ რატომ უნდა იყოს პრივილეგირებული, როცა ის ბრუნდება გაუმწვანებელი ქვეყნიდან და რატომ უნდა იყვნენ კარანტინში კანონმორჩილი საქართველოს მოქალაქეები იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი საქართველოს მთავრობის მიერ გამწვანებული ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ“ – აღნიშნა კანდელაკმა.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმითვე, ეკონომიკის მინისტრმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ Ryanair-ის და Wizzair-სთვის ორჯერ ან ერთხელ ფრენა წამგებიანია.

“მოდით, ქალბატონო ნათია, თავად ავიაკომპანიებმა გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მომგებიანი და რა წამგებიანი. პანდემიამდე მათი რეისების უმრავლესობა ისედაც კვირაში ორჯერ და სამჯერ სრულდებოდა” – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი – მექანიზმების ეფექტიანი ამოქმედებით აუცილებელია, მივაღწიოთ, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აღებული ვალდებულებები
შემდეგი სტატიაომბუდსმენი-არ შეიძლება, მოქალაქეებს იტაცებდნენ და არ გვქონდეს ფორმატი განხილვისთვის