კანდელაკი: მთავრობა არაფერს ამბობს მისი მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე

“ისლამური ექსტრემიზმისა და რუსული აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლაში დამსახურებული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკლელობისთვის რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

აღსანიშნავია რომ სასამართლომ მკველობა პოლიტიკურად მოტივირებულად, მკლელობის შემკვეთად კი რუსეთის სახელმწიფო გამოაცხადა. შეუძლებელია დღევანდელმა განაჩენმა გერმანულ-რუსულ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი ასახვა არ პოვოს.

ამხელა ამბის მიუხედავად, დღემდე, საკუთრივ საქართველოს, რომლის მოქალაქეც იყო ზელიმხან ხანგოშვილი და რომლის უსაფრთხოებაშიც არც თუ ხელწამოსაკრავი წვლილი აქვს შეტანილი, ამ ყველაფერზე საერთოდ არაფერი უთქვამს.

ეს გამაყრუებელი დუმილი, 2015 წელს თბილისის ცენტრში მასზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დემონსტრაციულად არგამოძიებასთან ერთად, ამ ყველაფერში საქართველოს მთავრობის როლსა და ადგილზე ყველაზე ხმამაღალი განაცხადია”,-წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი Facebook-ზე. საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში.

მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული. ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია.” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გერმანიის სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაგვარამია ოთხი მოწმის, მათ შორისაა ქიბარ ხალვაში დაკითხვას ითხოვს