კანდელაკი მედიებში დროებითი მმართველის შესაძლო დანიშვნაზე-“გავაუქმებთ ამ სახიფათო კანონს”

“ევროპული საქართველოს” დეპუტატი გიორგი კანდელაკი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და მაუწყებლობის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

“მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, CNN რომ ფლობდეს ტვ პირველში წილს და CNN-მა რომ გადაწყვიტოს, რომ ეს წილი მიყიდოს Fox News-ს, ასეთ ტრანზაქციაზე, რომელზე გავლენასაც ტვ პირველი ვერ მოახდენს, დააკისროს ტვ პირველს ვალდებულება, რომ ეს ტრანზაქცია, რომელზეც იგი გავლენას ვერ მოახდენს, უკან შეატრიალოს, ასე რომ ვთქვათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ასე ვერ მოხდება, შეიყვანოს ორგანიზაციაში, მაგალითად, მაუწყებელში საკუთარი მმართველი ისე, რომ ამ საკითხზე არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული. ესაა მთელი ეს ხიფათი და პრობლემა.

ეს ინიციატივა საქართველოს პარტნიორებს, მეგობრებს, ლობისტებს დასავლეთში, ცივილიზებულ სამყაროში, აჩვენებს ქართული ოცნების მისწრაფებებს. აჩვენებს, რომ ქართული ოცნების მისწრაფებები და საქართველოს დემოკრატიული განვითარება არის სხვადასხვა რამ, სხვადასხვა გზა აქვთ”. – თქვა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშისამდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს
შემდეგი სტატია“ქვეყანაში დიქტატურა ყალიბდება”-ზაალ უდუმაშვილი ახალ კანონპროექტზე