კანდელაკი კვირკაშვილს: თქვენზე საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ სასიამოვნო მოსაუბრე ხართ, მაგრამ ვერაფერს წყვეტთ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც უმცირესობის სხდომაზე კანდელაკმა განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორები კვირიკაშვილზე ამბობენ, რომ ის სასიამოვნო მოსაუბრეა და კარგი მანერები აქვს, თუმცა ვერაფერს წყვეტს.

კანდელაკის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ასევე ფიქრობენ, რომ კვირიკაშვილის წონა ნულის ტონია, რადგან ისინი პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად ბიძინა ივანიშვილთან მიდიან.

„საერთოდ არ მეამაყება, რომ ამას ვამბობ და არ გცხვენიათ?“, – მიმართა კვირიკაშვილს კანდელაკმა. პრემიერობის კანდიდატმა კი, კანდელაკის გამოსვლა დაგმო.

„თქვენ არ გცხვენიათ, ასე რომ ლაპარაკობთ? ეს თქვენი ფანტაზიებია. პოლიტიკურად ნული რომელი ძალაა, არ გავაგრძელებ ამაზე ინსინუაციებს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე დაინტერესდა, თუ ვის გულისხმობდა კანდელაკი საკუთარ განცხადებაში, თუმცა მან უმცირესობის დეპუტატისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

banner
წინა სტატიაშილარი ისევ გაუფასურდა- ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5026 ლარი იქნება
შემდეგი სტატია“გაწვევის გაუქმებაზე თინა ხიდაშელმა განცხადება გააკეთა პირდაპირ ეთერში და მისი მხრიდან ეს ეთიკა არაერთხელ დაირღვა”