კანდელაკი: კობახიძე აბსოლუტურად მართალია, როცა ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს

“მე დიდი ხნის წინ დავადგინე, რომ პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტების 3 ძირითადი არქეტიპი არსებობს. ესენია ტრიბუნის პრეზიდენტები, რომლებიც მასებზე გავლენას მხოლოდ თავიანთი გარეგნობით ახდენენ; კლოუნი პრეზიდენტები, როგორებიცაა ზელენსკი და სააკაშვილი, რომლებსაც ქვეყანა სიბნელეში მიჰყავთ; და საბოლოოდ, ნიჭიერი პრეზიდენტები – მათი სახელები ჩვენ ყველამ ვიცით.

მაგრამ არსებობს გამონაკლისიც, მეგობრებო. თუ თქვენ კონსერვატორი და პატრიოტი ხართ, შესანიშნავია, თუ თქვენ ლიბერალი და პატრიოტი ხართ, ესეც შესანიშნავია, თუმცა ყველაზე ცუდი რამაა, როცა შენი სამშობლოსა და ხალხის უბრალო მოღალატე ხარ.

მაშასადამე, როდესაც პრემიერმინისტრი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ქვეყანაა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, იგი აბსოლუტურად მართალია. ნამდვილი პრეზიდენტი ყოველთვის იბრძოლებს თავისი ხალხის ინტერესებისთვის და არა ვაშინგტონელი კურატორებისთვის. საქართველოს პრეზიდენტი, თუ მას ქართველ ხალხთან რაიმე აკავშირებს, არასდროს შეეცდება, ქრისტიანული ღირებულებები დემოკრატიული ღირებულებების დეფორმირებული იდეით ჩაანაცვლოს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა სრულად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესები, სადღაც ვაშინგტონში ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ეს ზურაბიშვილია, რომელიც ცდილობს, გაარკვიოს, რა უნდა გააკეთოს შემდეგ და რატომ აღარ აძლევენ მას ფულს,-წერს კრემლის პროპაგანდისტი და ჟურნალისტი თინა კანდელაკი Telegram-ზე.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელ პრემიერს და დეპუტატებს პოლიტიკური წონა არ აქვთ, რადგან “ოცნება” ერთი კაცის ხელისუფლებაა – ძიძიგური
შემდეგი სტატიავფიქრობ, ბოლოს, ეს კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდება – ლოიდ ოსტინი რუსეთ-უკრაინის ომზე