კანდელაკი ეკონომიკის სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2019 12:11

კანდელაკი ეკონომიკის სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კანდელაკი ეკონომიკის სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კანდელაკმა განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის რეკლამაში დახარჯული თანხების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით 4 ივნისს მიმართა, პასუხი კი, 20 დღის დაგვიანებით მიიღო.

დეპუტატის თქმით, 2013-2018 წლებში, რუსეთში საქართველოს ტურიზმის რეკლამაზე 13 მლნ ლარი დაიხარჯა და ეკონომიკის სამინისტროსგან ინფორმაცია მოითხოვა, სხვა ქვეყნებში რა თანხა დაიხარჯა.

„ეკონომიკის სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მივმართე. ვადა 20 დღით გადააცილეს და ფარატინა ქაღალდი მომაწოდეს. არ ვიცი, ალბათ, წერა-კითხვის პრობლემა აქვთ. ინფორმაცია ქვეყნებისა და წლების მიხედვით მოვითხოვე. პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავ, ამაზე რეაგირება მოახდინოს, რადგან პასუხი 15 დღეში უნდა მიმეღო. რაც მოვითხოვე, ის ინფორმაცია არ მომაწოდეს. მაინტერესებს, 13 მილიონის დახარჯვას რა გამართლება აქვს ოკუპანტ სახელმწიფოში და ამ თანხას უნდა ვხარჯავდეთ თუ არა რუსეთში ჩვენი დამოკიდებულების ზრდაზე?! საზოგადოებას უფლება აქვს, შეადაროს, რა თანხა იხარჯება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, მაგალითად, გერმანია, დანია, პოლონეთში”, – განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკი საკითხზე რეაგირებას პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს სთხოვს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2019 12:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,823
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics