კანდელაკი – ახლა საქმე გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედების მიმართ რევანშთან

„ვარდების რევოლუციამ” სხვა ყველაფერთან ერთად დაამტკიცა, რომ ქრთამი და ასევე, “კანონიერი ქურდი” ქართული კულტურის ნაწილი არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვარდების რევოლუცია“ სხვა ყველაფერთან ერთად, საბჭოთა კავშირთან წყვეტა იყო და ჩვენი საზოგადოების მცდელობა, რომ ეს ჭიპლარი მოგვეჭრა, საბჭოთა ჭიპლარი, მე ასე ვიტყოდი. ახლა საქმე გვაქვს რაღაც პირუკუ ციკლთან, რევანშთან, ამის გამოხატულებაა ეს ვენდეტაც „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება ხელახალი რეფორმების ციკლი. ეროვნული გამოცდები არის „ვარდების რევოლუციის“ ყველაზე ჩაკარგული, კოლოსალური მიღწევა, რომელმაც ჩვენს სოციალურ ქსოვილში გარღვევა მოახდინა. „ვარდების რევოლუციამ“ სხვა ყველაფერთან ერთად, დაამტკიცა, რომ ქრთამი და ასევე, „კანონიერი ქურდი“ ქართული კულტურის ნაწილი არ არის“, – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – სააკაშვილის პირადი ექიმის და მეგობრების სურვილებს, რომ რამდენჯერაც მას თავი ასტკივდება, კურორტზე გავუშვათ, სერიოზულად არავინ შეხედავს
შემდეგი სტატიაჰუბერტ ქნირში გამოცემა „ბილდში“ გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს