5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

კანცელარიასთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტია

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იშვიათი დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები იკრიბებიან.

უკვე ერთ წელზე მეტია, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსგან მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანას ითხოვენ, თუმცა მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო უმოქმედოა.

,,ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი შემოგვთავაზებდა კონკრეტულ წინადადებას იმის შემდეგ, როცა ჩვენ პრემიერ მინისტრს ვთხოვეთ ჩარტულიყო ამ პროცესში და გადადგმულიყო ნაბიჯები. სამწუხაროდ, ამ დორის განმავლობაში ჩვენ ერთი ბავშვიც დავკარგეთ. – 17 წლის. არცერთ მედიკამენტთან და კველვასთან დაკავშირებით არ ყოფილა ნაბიჯები გადადგმული.

ჩვენ არაერთხელ გამოვცადეთ ჯანდაცვის მინისტრის ტყუილები, ცრუ დაპირებები. ის არ იღებს პასუხისმგებლობას, შესაბამისად ჩვენ არ გვენქნება მასთან კომუნიკაცია”, – ამბობს მშობელი.

ცნობისთვის, ჩვენს ქვეყანაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე 100-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ბავშვია.

banner
წინა სტატიაშიაბას არაღჩი: აშშ-ის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ირანული მხარის „გაზრდილი პესიმიზმი“ გამოიწვია
შემდეგი სტატიაირანის ელჩი: ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი