8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

კანცელარიასთან ცხოველთა უფლებადამცველები აქციას მართავენ

კანცელარიასთან ცხოველთა უფლებადამცველები აქციას მართავენ.

დასრულდეს ცხოველების სავარაუდო წამება და გატაცებული ძაღლები დაბრუნდნენ ქუჩებში – ეს არის ის ორი მთავარი მოთხოვნა, რის გამოც უფლებადამცველები პროტესტზე გადავიდნენ.

მიუსაფარი ცხოველების დამცველებ ითხოვენ „პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. მათი თქმით, N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი.

,,როდესაც ძაღლებს წაიყვანენ, იმ ადგილებში უკან უნდა დააბრუნონ, ეს არის ჩვენი ძირითადად შეკრების თემა და მეორე, ეს ყველაფერი უნდა იყოს ლუსტრირებული. უნდა ხდებოდეს ამის გადაღება.

რა თქმა უნდა ცოხველები უნდა იყვნენ აღრიცხულები, რა თქმა უნდა, პროცესი უნდა იყოს კანონიერ ჩარჩოში ჩატეული, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქუჩის მიუსაფარი ცხოველები არ გვყქვდეს, მაგრამ რაც გვყავს არ უნდა შევეხოთ. პროცესი უნდა იყოს ჰუმანური”, – აცხადებს ტვ პირველთან მარინა ბერსენაძე.

banner
წინა სტატიაშიირანმა ჰუმანიტარული ტვირტის გადამზიდ გემებს, ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მისცა
შემდეგი სტატიათბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს