კანცელარიასთან დაკავებები დაიწყო – არსებული ინფორმაციით, ხელბორკილები გიორგი მელითაურს დაადეს.
აქცია-მსვლელობამ სლოგანით “რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“ პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.
მოქალაქეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციისკენ წასვლა გადაწყვიტეს.
მოქალაქეები ითხოვენ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და გაირკვეს, რა ტიპის ნივთიერება იყო გამოყენებული წყლის ჭავლში, რითაც პოლიციამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქცია დაშალა.
















