კანაფის წარმოების კანონპროექტი შეიძლება გაწვეული იყოს, მაგრამ ეს ინფორმირებული გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა მოხდეს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ძალიან სერიოზული შეცდომა იყო დაშვებული, რომ კანაფის წარმოება-კულტივირებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე კომუნიკაცია არ არსებობდა.

როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტის გაწვევას წინ არაფერი უდგას, მაგრამ გაწვევა ინფორმირებული გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს, როცა საზოგადოებას სწორი შთაბეჭდილება შეექმნება გაწვევის ან არგაწვევის მიზეზებზე.

„ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა იყოს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები გარკვეული შეშფოთებების საფუძველზე მიიღება, რომელსაც სერიოზული წინაპირობები არ აქვს. შესაძლოა, კანონპროექტი გაწვეული იყოს, მაგრამ ეს ინფორმირებული გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა მოხდეს და არა ემოციური გამოხატულებებით, რასაც ხელი კომუნიკაციის სერიოზულმა დეფიციტმა და საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებამ შეუწყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში,,ფაბრიცირებული ჩანაწერების გამოყენება არის სწორედ ქუმსიშვილის დისკრედიტაციისკენ მიმართული”
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილმა ქართველ სპორტსმენებს ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები მიულოცა