კანაფის თემაზე მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კანაფის კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას და მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი.

„ერთი არის რეგულაციების შემოღება, არ დარჩეს საკითხი ღია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ვთანხმდებით, რომ რეგულაციები აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი საზღვრებში მოექცეს და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავიდეთ. მეორე მიმართულებას რაც შეეხება, კანაფის კულტივაციას ეხებოდა კონკრეტული მიზნით, რომ შესაძლებელია ის გამოყენებული ყოფილიყო როგორც საექსპორტო და სხვადასხვა სამედიცინო, მათ შორის კოსმეტიკური მიმართულებით, თუმცა აქ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულია. ამაში ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა შედგეს კონსენსუსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს
შემდეგი სტატიაშსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა