კანაფის დათესვა-მოყვანის ლინცეზიის პირობების დარღვევაზე გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა იმედის ეთერში მარიხუანასა და კანაფთან დაკავშრებული საკითხების რეგულირების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რეგულირება აუცილებელია დღეს შექმნილი ქაოტური ვითარების შესაცვლელად.

,,რაც შეეხება დათესვა-მოყვანას – ეს საკითხიც დაურეგულირებელი და ქაოტურია. ამ კანონპროექტით ჩვენ ვამბობთ, ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ გარკვეულ ადგილებში დათესვა/მოყვანა იქნება დასაშვები. ეს იქნება მკაცრად კონტროლირებადი, ლიცენზირებადი საკითხი. ლიცენზირების პირობა იქნება საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა, რომელიც ლიცენზიის მიღების სურვილის მქონე იურიდიულმა პირმა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს. ლიცენზიის პირობების შესრულება, იმდენად მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რომ გამოყენებული იქნება არა მარტო მაღალი ფინანსური სანქციები პირობების დარღვევაზე, არამედ ცალკეულ საკითხებზე გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.“ – განაცხადა მეზვრიშვილმა

banner
წინა სტატიაში,, საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება იყო გარდამტეხი და ჩავთვალეთ, რომ დღეს არსებული ქაოტური მდგომარეობა უნდა დარეგულირდეს“
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი-ჩვენ გვიყურებს ათასობით პოლიციელი, რომელმაც იცის, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ  უმკაცრესია, განსაკუთრებით გასაღების ნაწილში.