კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხმიანება.
„კანადა შეძრწუნებულია იმ საზარელი კადრებით, რასაც კრასნოგორსკიდან ვიღებთ. კანადა გმობს ამ საძულველ თავდასხმებს. ვუსამძიმრებთ უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს“, – აღნიშნავენ უწყებაში.