11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

კანადის პრემიერი: “კანადა არ ცხოვრობს შეერთებული შტატების წყალობით”

“კანადა არ ცხოვრობს შეერთებული შტატების წყალობით, ჩვენ ვართ ბატონ-პატრონები საკუთარ სახლში, ეს ჩვენი ქვეყანაა”, – ასე გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანადა მხოლოდ აშშ-ის წყალობით ცხოვრობს.

კარნიმ განაცხადა, რომ კანადის ძალა მოდის მისი ხალხიდან და ინსტიტუტებიდან და არა რომელიმე ცალკეულ პარტნიორზე დამოკიდებულებიდან.

„კანადამ და შეერთებულმა შტატებმა შექმნეს შესანიშნავი პარტნიორობა ეკონომიკაში, უსაფრთხოებაში, მაგრამ კანადა არ ცხოვრობს შეერთებული შტატების წყალობით. კანადა ყვავის, რადგან ჩვენ კანადელები ვართ. ჩვენ ვართ ბატონ-პატრონები საკუთარ სახლში. ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი მომავალია, ჩვენი არჩევანია“, – განაცხადა კარნიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კანადის პრემიერს მიმართა და აღნიშნა, რომ კანადა მხოლოდ აშშ-ის წყალობით ცხოვრობს. მისი თქმით, კანადა ამისთვის მადლობელი უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაში“რა დებატებზე საუბრობს მაფიოზი ივანიშვილის მთავარი ვეზირი, როდესაც მთავარი ოპონენტი ციხეში ვყავარ გამომწყვდეული” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძეს დღეს გაათავისუფლებენ