კანადის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია – ჯასტინ ტრუდო გმობს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ტრუდოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრმა დაგმო შემზარავი მკვლელობის მცდელობა და გაიმეორა, რომ პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრმა ყოფილ პრეზიდენტს კარგად ყოფნა უსურვა და მიუსამძიმრა სროლის შედეგად დაღუპულის ოჯახს“, – წერია განცხადებაში.

ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი – პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი, ან ღმერთმა არ ქნას და მკვლელობის ველი
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა