კანადის ელჩი – კანონი არის დაბრკოლება ევროატლანტიკურ გზაზე

საქართველოს პარლამენტის გუშინდელ სხდომას იმედგამაცრუებელი შედეგები მოჰყვა. დარწმუნებული ვართ, ქართველები დაძლევენ ამ უკუსვლას, აღჭურვილნი თავიანთი ერისთვის დამახასიათებელი ენერგიითა და მონდომებით, – ამის შესახებ საქართველოში კანადის ელჩმა, კევინ ჰამილტონმა განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტის გუშინდელ სხდომას იმედგამაცრუებელი შედეგები მოჰყვა. მმართველი პარტიის კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“ არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველები საბოლოოდ, დაძლევენ ამ უკუსვლას, აღჭურვილნი თავიანთი ერისთვის დამახასიათებელი ენერგიითა და მონდომებით“, – დაწერა კევინ ჰამილტონმა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში იმართება გარედან, დგას უცხო ქვეყნების ძალების და არა ქართველი ხალხის მხარეს
შემდეგი სტატიაკალაძე – გამჭვირვალობის კანონის მიღებას ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი