კანადის ალბერტას პროვინციაში გაჩენილი ხანძარი მეზობელ რეგიონებს ემუქრება

კანადის ალბერტას პროვინციაში გაჩენილი ხანძარი მეზობელ რეგიონებს ემუქრება. მშრალი ამინდისა და ძლიერი ქარის გამო მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რის გამოც ის შესაძლოა მეზობელ სასკაჩევანის რეგიონზეც გავრცელდეს. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი ფორტ მაკ მიურეი დააზარალა, საიდანაც 80 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ათასი მცხოვრები, რომელთა გაყვანასაც ხელისუფლება დღის ბოლომდე გეგმავს. ხანძარი ამ დროისთვის ათას 500 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა გავრცელებული.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიარამდენიმე მუნიციპალიტეტს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება