კანადელს ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ჩინეთის სასამართლომ კანადის მოქალაქეს ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. კანადელის ოჯახმა განაჩენს “საშინელი” და “არაადამიანური” უწოდა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ პეკინი “სიკვდილით დასჯის თვითნებურ გამოყენებაში” დაადანაშაულა – “ბიბისი” წერს.
რობერტ ლოიდ შელენბერგის ბედი კანადა-ჩინეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას დაამძიმებს, რომელიც Huawei-ის ფინანსური დირექტორის კანადაში დაკავებით დაიწყო – “ბიბისი” წერს.
გასული წლის 20 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ დალიანში სასამართლომ კანადის მოქალაქე რობერტ ლოიდ შელენბერგს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ ორშაბათს სასამართლომ ჩათვალა, რომ განაჩენი საკმაოდ მსუბუქია და ის სიკვდილით დასჯით შეცვალა.

გუშინ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში აპირებენ მოგზაურობას, გააფრთხილა. “ჰუავეის” დირექტორის დაკავების შემდეგ ჩინეთმა კანადა გააფრთხილა, რომ ეს “სერიოზულ შედეგებს” გამოიწვევდა.

ჩინეთში უცხოელი, ნარკოტიკების გამო, სიკვდილით 2014 წელს დასაჯეს. ის იაპონიის მოქალაქე იყო.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა თეთრ სახლში მიღებისთვის 300 ბურგერი და ფრი შეუკვეთა (+ფოტო)
შემდეგი სტატიაინდოეთში ყველაზე დიდი დღესასწაული “დოქების ლეგენდა” იწყება  (+ფოტო)