კანადელ მოზარდს 4 ადამიანის მკვლელობა წაუყენეს ბრალად

კანადელ მოზარდს 4 ადამიანის მკვლელობა წაუყენეს ბრალად

კანადელ მოზარდს 4 ადამიანის მკვლელობა წაუყენეს ბრალადკანადის პოლიციამ გუშინ, შაბათს, 17 წლის მოზარდს ოთხ ეპიზოდში პირველი ხარისხის მკვლელობაში დასდო ბრალი და 7 ეპიზოდში მასობრივ დახოცვაში – ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
დამნაშავის სახელი და გვარი არ ვრცელდება იმის გამო, რომ ის არასრულწლოვანია.
ინციდენტი 22 იანვარს მოხდა. მოზარდმა ჯერ სახლში საკუთარი ძმები დახოცა, შემდეგ კი სკოლაში წავიდა და 9 ადამიანი დაჭრა. მათგან ორი, მასწავლებელი და მისი ასისტენტი გარდაიცვალნენ. 7 დაჭრილი კი ჰოსპიტალიზირებულია.
პოლიციის განცხადებით, ბრალდებული უარს ამბობს დანაშაულის მოტივებზე ისაუბროს.

banner
წინა სტატიაშიაჭარიდან სირიაში წასული ხვიჩა გობაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება
შემდეგი სტატიაბრაზილიის ციხიდან ასამდე პატიმარი გაიქცა